ხუთშაბათს „რეალის” გულშემატკივრები დაზაფრა ცნობამ იმის შესახებ, რომ მეკარე ტიბო კურტუა დაშავდა და 2023-24 წლების სეზონის გამოტოვება მოუწევს. ბელგიელი „თეთრების” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია და „ჩელსიდან” „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგების შემდეგ გუნდის კარს საიმედოდ იცავს. კურტუას დაშავების შემდეგ „რეალმა” გადაწყვიტა სატრანსფერო ბაზარს მიაშუროს, რადგან კარლო ანჩელოტი ანდრეი ლუნინზე დაყრდნობას არ აპირებს. მეტიც, „რეალი” ამ ზაფხულში ლუნინის...
ჭდე: დავიდ დე ხეა
მეკარეების კარუსელი დე ხეათი იწყება
დავიწყოთ ინგლისური „სანის” ინფორმაციით: შაბათს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა. გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა ოთხშაბათს ოსლოში „ლიდსთან” უნდა გამართოს, მთავარი მეკარე კი არ ჰყავს. რა უნდა იღონოს „იუნაიტედმა”? ცნობილია, რომ ის „ინტერის” 27 წლის კამერუნელი გოლკიპერის, ანდრე ონანას შეძენით არის დაინტერესებული. ინგლისური კლუბი აცხადებს, რომ მილანელებთან თავდაპირველი მოლაპარაკებები იმედისმომცემად...
ლუის ენრიკეს ხუთი მეკარე, სად არის დე ხეა?…
ერთ თვეზე ცოტა ნაკლები დარჩა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. მომავალი ტურნირისთვის ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გაფართოებული სიაში ვერ მოხვდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა. ლუის ენრიკე მუნდიალის საბოლოო არჩევანს 5 მეკარიდან გააკეთებს, რომელთაგან სამი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს, ორი ესპანურ ლა ლიგაში: კეპა არისაბალაგა („ჩელსი“), რობერტ სანჩესი („ბრაიტონი“), დავიდ რაია („ბრენტფორდი“), დავიდ სორია...
ნებით არ წავალ…
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ, დავიდ დე ხეამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ კარიერის ბოლომდე კლუბში დარჩეს და ინატრა, რომ ამ დროის განმავლობაში, ტიტულსაც მოიგებს… „მსურს, რომ კარიერა მანჩესტერში დავასრულო, ცხადია, კლუბს თუ საწინააღმდეგო არაფერი ექნება… აქ თამაშით ბედნიერი ვარ და კარსაც იმდენ ხანს დავიცავ, ვიდრე კლუბს დავჭირდები. იმედია, წასვლამდე რამე ტიტულს მოვიგებთ“, – თქვა დე ხეამ და განაგრძო,...
ჯერჯერობით რანგნიკიც სულშერია
რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად რალფ რანგნიკი მივიდა, გუნდმა ორიდან ორი მოიგო. „ნორვიჩთან“, მანკუნიანელებს სამი ქულა კრიშტიანუ რონალდუს დარტყმულმა პენალტმა მოუტანა. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ეს ნამდვილად არ იყო ის, რაც გერმანელ სპეციალისტს და „იუნაიტედის“ ქომაგებს სურთ. აქვე უნდა ითქვას, რომ მანჩესტერელთა გუნდი მეკარე დავიდ დე ხეამ იხსნა. მან სულ მცირე ორი დარტყმა ბრწყინვალედ აიღო. დასკვნა...
კაცები vs ბიჭუნები
მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ „იუნაიტედს“ 2:0 მოუგო, ხოლო „იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა და ვარსკვლავმა, ექსპერტმა როი კინმა თავისი ყოფილი გუნდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. თამაში „ოლდ ტრეფორდზე“ ჩატარდა. „ქალაქელებმა“ მასპინძლებს ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანეს. ჯერ ერიკ ბეილიმ შეაგდო ავტოგოლი, შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე კი ბერნარდო სილვამ ანგარიში ორამდე გაზარდა. „ზედ შესვენების წინ „სიტიმ“ დიდი საჩუქარი მიიღო. ჟოაო...
დე ხეა ობლაკში ხომ არ გავცვალოთო
„მანჩესტერ იუნაიტედს” თავისი მთავარი პრობლემის გადასაჭრელად ამბიციური გეგმა აქვს — მადრიდის „ატლეტიკოს” დავიდ დე ხეას იან ობლაკში გაცვლა უნდა შესთავაზოსო, წერს ინგლისური პრესა. ჭკვიანური სვლაა. მანჩესტერელები დე ხეას „ოლდ ტრეფორდიდან” მოცილებას რა ხანია ცდილობენ. ესპანელმა მეკარემ, ორი დღის წინ, ევროლიგის ფინალში სულაც გადამწყვეტი პენალტი ააცილა — მას მერე, რაც „იუნაიტედისა” და „ვილიარეალის” შეხვედრაში (1:1) მატჩისშემდგომი...
იმ კვირაში წამსვლელ-დამრჩენებს ჩამოწერენ
„მანჩესტერ იუნიტედის” ტექნიკური გუნდი მომავალ კვირაში ოლე გუნარ სულშერთან ერთად დაჯდება და წამსვლელ-დამრჩენი ფეხბურთელების სიას ჩამოწერს. რამდენიმე დღის წინ კლუბი მენეჯმენტის სტრუქტურაზე ჩამოყალიდბა — საფეხბურთო დირექტორად ჯონ მარტუფი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად ყოფილი ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი დაინიშნა. სულშერთან ერთად თათბირზე მათ გარდა იქნებიან მეტ ჯაჯი, რომელიც გახლავთ საფეხბურთო მოლაპარაკებათა დირექტორი და ვიცე-თავმჯდომარე, მანჩესტერულ საქმეთა მთავარი დამტრიალებელი...
როგორც ჩანს, შვილი მიზეზია
„მანჩესტერ იუნაიტედში” დავიდ დე ხეას პოზიცია როგორც ჩანს სერიოზულად შეირყა — ოლე გუნარ სულშერმა ის შინ, ესპანეთში გაუშვა, დაისვენე და მერე დაგვიბრუნდიო. ახლა, გამოდის, რომ დე ხეას შემცვლელი დინ ჰენდერსონი გუნდის კარს მიჯრით ექვს შეხვედრაში დაიცავს. ესპანელი მეკარის შინ დაბრუნებას პირადი მიზეზიც აქვს: მისმა პოპ-ვარსკვლავმა მეგობარმა ქალმა ედურნე გარსიამ წყვილის პირველი შვილი უნდა გააჩინოს. სულშერმა...
სულშერი: უნდა გავცუდდეთ!
ოლე გუნარ სულშერს სურს მისი ფეხბურთელები გაცუდდნენ და მსაჯებზე ზემოქმედება დაიწყონ. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა საჯაროდ თქვა, რომ 28 იანვარს, „შეფილდ იუნაიტედთან” წაგებული შეხვედრის (1:2) დელეგატმა პრემიერლიგაში წარადგინა პატაკი, სადაც ჩაწერა, რომ მსაჯები „იუნაიტედის” საზიანოდ შეცდნენ. — „შეფილდ იუნაიტედთან” ჩატარებულმა მატჩმა დამოკიდებულება შემაცვლევინა. მე ვნახე დელეგატის პატაკი, სადაც ის წერს, რომ ამ დღეს მსაჯები ორჯერ შეცდნენ...









