სატრანსფერო ბაზარზე დაყრილი ჭორების თანახმად ზაფხულზე „რეალი” „მანჩესტერ იუნაიტედს” მიადგება და გარეთ ბეილის სანაცვლოდ სხვადასხვა ვარიანტს შესთავაზებს. მადრიდელთა მიზანი ნათელია: ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება. იმაში, რომ „თეთრები” მანჩესტერელთა ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას შეძენაზე ოცნებობენ ახალი არაფერია. ამბობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” დიდი ყურადღებით აკვირდებიან პოლ პოგბასა და „იუნაიტედის” პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს კონფლიქტს. მადრიდელებს...
