სატრანსფერო ბაზარზე დაყრილი ჭორების თანახმად ზაფხულზე „რეალი” „მანჩესტერ იუნაიტედს” მიადგება და გარეთ ბეილის სანაცვლოდ სხვადასხვა ვარიანტს შესთავაზებს. მადრიდელთა მიზანი ნათელია: ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება.
იმაში, რომ „თეთრები” მანჩესტერელთა ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას შეძენაზე ოცნებობენ ახალი არაფერია.
ამბობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” დიდი ყურადღებით აკვირდებიან პოლ პოგბასა და „იუნაიტედის” პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს კონფლიქტს. მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ კონფლიქტი არ ჩაცხრება და ფრანგი ნახევარმცველი საბოლოოდ მათთან გადავა.
მესამე ფეხბურთელი, რომელმაც „ოლდ ტრეფორდის” გასასვლელისკენ გადაინაცვლა, ანტონი მარსიალია, პოგბას თანამემამულე, მასავით ფრანგი. საქმე ის გახლავთ, რომ გუნდში ჩილელი ალექსის სანჩესის მისვლამ მარსიალს ძირითადში თამაშის დრო შეუმცირა. ის სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს თებერვალში ათამაშეს, როდესაც „იუნაიტედმა” „ნიუკასლთან” 0:1 წააგო.
აქა-იქ დაირხა ჭორი, რომ „რეალმა” შესაძლოა სხვადასხვა სატრანსფერო კომბინაციაში ტონი კროოსი და თვით ლუკა მოდრიჩიც კი გაათამაშოს. ამწუთას, ეს ცოტა არ იყოს ძნელად დასაჯერებელია.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
