148 წლის წინ, როცა არც რეაქტიული ძრავები არსებობდა და არც თანამგზავრები სერავდნენ კოსმოსს, ერთმა გაბედულმა ინგლისელმა დაიჟინა, 80 დღეში მსოფლიოს შემოვუვლიო…
დაიჟინა და აასრულა – იარა მატარებლით, ძველებური საფოსტო გემით, სპილოთი და ციგითაც კი და ის, რაც კარგად დაგეგმა, შეასრულა.
ეს ამბავი, მგონი, ყველას წაკითხული გვაქვს.
ის კაცი ხომ ლიტერატურული პერსონაჟი იყოო, დამისვამს ვიღაც „ჩამჭრელ“ კითხვას.
ვიცი!
მაგრამ აქ ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ?!
ვლაპარაკობთ იმაზე, რომ როცა რაღაც ძალიან გინდა და იმის უნარიც გაქვს, თავი არ დაზოგო, დღე და ღამე გაასწორო, ყველაფერი ზუსტად გათვალო და გაინგარიშო, 80 დღე იმ ძველ დროშიც კი საკმარისია დედამიწის შემოსვლელად.
ეს ძველი კარგი ამბავი იმან გამახსენა, რომ დღეს 80 დღე გავიდა, რაც ვლადიმირ ვაისმა, წავედიო, შემოგვითვლა.
ახალი მწვრთნელის მოსაძებნად 80 დღე საკმარისი ვერ აღმოჩნდა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
