„შეფილდ იუნაიტედის” 36 წლის თავდამსხმელ ბილი შარპს ნაკერები დასჭირდა. ის, რაც „ნოტინგემ ფორესტისა” და „შეფილდის” შეხვედრაში მოხდა ძალიან ცუდია და იმაზე მეტყველებს, რომ მასობრივი უწესრიგობები დროგამოშვებით ყველგან ხდება. იმედია საქართველოში ამას ევროპის მხრიდან ხულიგნობალიბერალიზაციად არ მიიღებენ.
„ნოტინგემი” და „შეფილდი” ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასასვლელ ფლეი-ოფს თამაშობდნენ. მასპინძლებმა პენალტებით მოიგეს. პირველ შეხვედრაში „ნოტინგემმა” გაიმარჯვა 2:1, საპასუხოში კი მეტოქეს „შეფილდმა” აჯობა იმავე ანგარიშით.
„ნოტინგემი” ფინალშია, 29 მაისს „უემბლიზე” „ჰადერსფილდს” ხვდება. პრემიერლიგაში უკვე აღზევდნენ პირველ და მეორე ადგილებზე გასული „ფულემი” და „ბორნმუთი”.
მას მერე, რაც შეხვედრა დასრულდა და გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა, მოედანს ადგილობრივი ფანები შეესივნენ. გულდაწყვეტილი შარპი მოედნის კიდესთან იდგა და ზეიმს უყურებდა, როდესაც ერთ-ერთი ნაგიჟარი გამოქანდა, დაარტყა და დააგდო. „შეფილდის” პრეს-სამსახურმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ვეტერანს ნაკერები დასჭირდა.
შარპი 2012-13 წლებში „ნოტინგემშიც” თამაშობდა.
https://www.youtube.com/watch?v=9wveCWKYJ84
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
