ოლი მაკბერნის პოლიცია დაკითხავს. ფეხბურთელს ბრალად გულშემატკივრის ცემა ედება. ფანმა სახელად ჯორჯ ბრინკლი თქვა: „შემეშინდა, რომ მომკლავდა”. 26 წლის ბრინკლი „ნოტინგემ ფორესტის” ათასობით ქომაგთან ერთად მოედანზე ჩახტა და „შეფილდ იუნაიტედთან” თავისი გუნდის გამარჯვებას ზეიმობდა. ეს ჩემპიონშიფის ფლეი-ოფის ნახევარფინალის შემდეგ მოხდა. „ნოტინგემმა” „შეფილდი” პენალტებით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 29 მაისს „ჰადერსფილდს” უნდა შეხვდეს და თუ...
