კორბერანის ხელში მამარდას ვალენსია მეოთხე ადგილზეა

Home კატეგორიის გარეშე კორბერანის ხელში მამარდას ვალენსია მეოთხე ადგილზეა
კორბერანის ხელში მამარდას ვალენსია მეოთხე ადგილზეა

Giorgi Mamardashvili of Valencia CF makes a save during the LaLiga match between Deportivo Alaves and Valencia CF at Estadio de Mendizorroza on May...გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ლა ლიგის ბოლო მატჩს სტუმრად „რეალ ბეტისის’’ წინააღმდეგ გამართავს. რამდენიმე თვის წინ გულშემატკივარს ეგონა, რომ ეს შეხვედრა უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იქნებოდა, მაგრამ „ღამურების’’ თავკაცად კალოს კორბერანის დანიშვნის შემდეგ ვითარება ძირეულად შეიცვალა. „ვალენსიამ’’ მეორე წრეში 32 ქულა მოაგროვა და სეზონის ბოლო სამ მატჩს თეორიულად უსაფრთხოდ შეხვდა. მეტიც, გუნდს ევროპულ ასპარეზზე გასვლის ამბიციაც კი გაუჩნდა, თუმცა ამ ოცნებას „ბილბაოსთან’’ წაგების შემდეგ თავი დაანება.

ბოლო ორ მარცხამდე („ალავესთან’’ და „ბილბაოსთან’’) „ვალენსიამ’’ ზედიზედ 10 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა, რის შედეგადაც ის მიიღო, რომ სეზონის მეორე ნახევარში 32 ქულა მოაგროვა. ეს გახლავთ კლუბის ისტორიაში მეხუთე შედეგი. მეტი „ღამურებმა’’ მხოლოდ 1999-2000, 2001-2002, 2013-2014 და 2018-2019 წლების სეზონებში შეძლეს.

ლა ლიგის ცხრილს მეორე წრეში მოგროვებული ქულების მიხედვით თუ შევადგენთ კორბერანის გუნდი მეექვსე ადგილზეა და ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ჩეები’’ შეიძლება ორი ადგილით ზევითაც ავიდნენ. ანუ, ვალენსიელები თავად „ბეტისს’’ გადაასწრებენ, რომელსაც მეორე წრეში 34 ქულა აქვს.

თუ ამასობაში „ბარსა’’ ბილბაოში მოიგებს, „ღამურები’’ ბასკებსაც გაასწრებენ და მეოთხე ადგილზე აღმოჩნდებიან. გამოვა, რომ მე-20 ტურის შემდეგ დათვლილი ქულების მიხედვით შედგენილ ცხრილში 47 ქულით პირველ ადგილზე იქნება „ბარსელონა’’, მეორეზე ― „რეალი’’ (38), მესამეზე „ვილიარეალი’’ (37) და მეოთხეზე „ვალენსია’’.

ამრიგად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ „ჩეებმა’’ მეორე წრე შესანიშნავად ჩაატარეს და გამოასწორეს სეზონი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩაგდებულს ჰგავდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.