ევროპის ჩემპიონატის კვალად უეფას გადაწყვეტილებით წლის უმთავრესი მატჩებიც გადაიდო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბელარუსთან ერთა ლიგის ფლეი ოფი სავარაუდოდ ივნისში შედგება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით ქომაგი 26 მარტის უკვე გადადებული მატჩის ბილეთს იმ დღეს გამოიყენებს, როცა მატჩი ჩატარდება, ხოლო დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ TKT.GE-ს. ცხადია, გადაიდო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შეხვედრები. მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის ჩატარების თარიღი...
ჭდე: ევროპის ლიგა
VAR-ი და უარი (ვიდეო)
ევროპა ლიგის შეხვედრებში ყურადსაღები ბევრი მოხდა, მაგრამ „მანჩესტერი“ – „ბრიუგეს“ შეხვედრის 22-ე წუთზე მინი-კომედია გათამაშდა. ანგარიში ჯერ ისევ 0:0 იყო, როცა ბელგიელთა მცველმა საიმონ დელიმ კარში დარტყმული ბურთი აკრობატულ ნახტომში ხელით მოიგერია. არბიტრმა დამრღვევს წითელი ბარათი აუფრიალა და ეს, მაინდამაინც, არც თავად გაძევებულს გაუპროტესტებია… შეხვედრა ვიდეორეფერიმ შეაჩერა და დაახლოებით ორწუთიანი პაუზის შემდეგ მსაჯს მონიტორთან უხმეს....
კორონავირუსმა ფეხბურთს შეუტია
ავტორიტეტული „ლა გაზეტა დელო სპორტი“ იუწყება, რომ ევროპის ლიგის „ინტერი“ – „ლუდოგორეცის“ საპასუხო მეთექვსმეტედფინალი, შესაძლოა, აღარ შედგეს. მიზეზი კორონავირუსია, რომელმაც იტალიაშიც შეაღწია. უკვე დაფიქსირდა ინფიცირების 79 შემთხვევა, რომელთაგან 2 ლეტალური შედეგით დასრულდა. ამ ფონზე ქვეყნის შიდა ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრა უკვე გადაიდო. „ინტერი“-„ლუდოგორეცის“ დაპირისპირება არ გადაიდება, თუ შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართება. ჯერ-ჯერობით უეფაში ამ ვარიანტს...
უკეთესი რა იქნებოდა…
შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც 8 წყვილი შედგა. ისეთი თამაშები გველის, თვალი უკეთესს რას ნახავს… თავად შეაფასეთ: ატალანტა – ვალენსია, ატლეტიკო – ლივერპული, ჩელსი – ბაიერნი, დორტმუნდი – პსჟ, ლიონი – იუვენტუსი, ნაპოლი – ბარსელონა, რეალი – სიტი, ტოტენჰემი – ლაიპციგი პირველი მატჩები 18-19 და 25-26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი...
რა ღირს ჩემპიონთა ლიგა?
ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყების წინ უეფამ გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, როგორი იქნება საპრიზო თანხები წლევანდელ ევროტურნირებში. ახალი არაფერია, რადგან უეფა სარეკლამო კონტრაქტებს სამწლიანი ციკლით აფორმებს და ახლები მხოლოდ 2021 წელს დაიდება. ორი ევროტურნირის ჯამური საპრიზო ფონდი 3,25 მილიარდი ევროა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შემდეგი ტარიფებია: მოგება -2,7 მილიონი. ფრე – 0.9 მილიონი. ჯგუფიდან გასვლა –...




