უკეთესი რა იქნებოდა…

Home კატეგორიის გარეშე უკეთესი რა იქნებოდა…
უკეთესი რა იქნებოდა…

შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც 8 წყვილი შედგა. ისეთი თამაშები გველის, თვალი უკეთესს რას ნახავს… თავად შეაფასეთ:

ატალანტა – ვალენსია, ატლეტიკო – ლივერპული, ჩელსი – ბაიერნი, დორტმუნდი – პსჟ, ლიონი – იუვენტუსი, ნაპოლი – ბარსელონა, რეალი – სიტი, ტოტენჰემი – ლაიპციგი

პირველი მატჩები 18-19 და 25-26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი 10-11 და 17-18 მარტს.

იქვე დაწყვილდნენ ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალისტები. გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“ მეტოქედ იტალიურ „რომა“ ერგო. ძლიერი მეტოქე შეხვდა დავით ხოჭოლავას „შახტარსაც“ – „ბენფიკა“. დანარჩენები კი, აგერ:

აპოელი (კვიპროსი) – ბაზელი (შვეიცარია)
კლუჟი (რუმინეთი) – სევილია (ესპანეთი)
კოპენჰაგენი (დანია) – სელტიკი (შოტლანდია)
ლევერკუზენი (გერმანია) – პორტუ (პორტუგალია)
ხეტაფე (ესპანეთი) – აიაქსი (ჰოლანდია)
სპორტინგი (პორტუგალია) – ბასაკშეჰირი (თურქეთი)
ვულვზი (ინგლისი) – ესპანიოლი (ესპანეთი)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) – არსენალი (ინგლისი)
ალკმაარი (ჰოლანდია) – ლასკ ლინცი (ავსტრია)
ბრიუგე (ბელგია) – მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი) – ინტერი (იტალია)
აინტრახტი (გერმანია) – ზალცბურგი (ავსტრია)
შახტარი (უკრაინა) – ბენფიკა (პორტუგალია)
ვოლფსბურგი (გერმანია) – მალმიო (შვედეთი)
რომა (იტალია) – გენტი (ბელგია)
რეინჯერსი (შოტლანდია) – ბრაგა (პორტუგალია)

მატჩები 20 და 27 თებერვალს გაიმართება.
ფინალი 27 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკის სტადიონზე გაიმართება.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.