31 წლის გერმანელმა ვარსკვლავმა მესუთ იოზილმა კვირას, „არსენალისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრაში შეცვლა ვერ აიტანა და გაბრაზება მძაფრად გამოხატა.
„მეთოფეები” „მანჩესტერ სიტიმ” მათსავე მოედანზე დაამარცხა 3:0. სტუმრებმა მასპინძლებს პირწმინდად აჯობეს. როგორც ჩანს, ამის ერთ-ერთი მიზეზი „არსენალის” დროებითი მწვრთნელის, ფრედი ლიუნგბერგის მცდარი ტაქტიკური გათვლაც იყო, როდესაც თავდასხმაში ერთად ათამაშა პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ნიკოლა პეპე, გაბრიელ მარტინელი და მესუთ იოზილი.
თამაშში, სადაც „სიტის” ბელგიელმა ვარსკვლავმა კევინ დე ბრუინმა თავი საუცხოოდ წარმოაჩინა, იოზილი ერთ არაფრისმთქმელ ფეხბურთელად გამოჩნდა.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში იოზილი გაღიზიანებულია. „არსენალისა” და „სიტის” შეხვედრა მის გამო ჩინეთის ტელევიზიამ პროგრამიდანაც კი ამოიღო. მიზეზი: წარმოშობით თურქმა გერმანელმა მუსლიმმა თავის „ტვიტერზე” დაწერა, რომ ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში, ისლამის მიმდევარ უმცირესობას, თურქული წარმოშობის ხალხს, უიღურებს, ჩაგრავენ.
და ზოგად გაღიზიანებს „სიტისთან” უსუსური შეხვედრის 59-ე წუთზე მისი შეცვლაც დაემატა.
იოზილმა თავი ვეღარ მოთოკა. გულშემატკივართა ნაწილმა მის საწინააღმდეგოდ ტრიბუნიდან „ბუუუ” დასცხო, რის პასუხადაც ვეტერანმა ხელთათმანები გაიხადა, მიჰყარა და გასახდელში შევიდა.
მესუთ იოზილმა მიმდინარე სეზონში „არსენალის” შემადგენლობაში უკვე მე-11 შეხვედრა ჩაატარა და ჯერ გოლი არ გაუტანია.
,
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
