მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი მესუთ იოზილი, შესაძლოა, ინგლისის „ჰალში“ გადავიდეს. გუნდში, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის. იოზილი „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელია და გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს კონტრაქტს გაწყვეტს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება. იყო საუბარი ამერიკულ „ინტერ მაიამიში“ გადასვლაზე, მაგრამ ახლა „ჰალი“ ჩაერთო საქმეში… ამ ინგლისურ კლუბს თურქი მფლობელი ჰყავს. „ვეფხვები“ ჩემპიონშიფის 24 გუნდს შორის მე-20 ადგილზე არიან....
ჭდე: მესუთ იოზილი
უთავო კაჭკაჭები
ინგლისურმა „ნიუკასლმა“ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტოციო ფონდის სახით სერიოზული პატრონი მხოლოდ 7 ოქტომბერს შეიძინა, მაგრამ გუნდის გადახალისებას უკვე შეუდგა. პირველი ვინ უნდა გაეშვათ, თუ არა მთავარი მწვრთნელი?! არადა, ოფიციალური ვერსიით, სტივ ბრიუსთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა. ბრიუსს ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა გარი ლინეკერი გამოესარჩლა – ეს კაცი, მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმუმს ახერხებდა და სამომავლო წარმატებები მაინც უსურვეთო....
იოზილი ისტორიულ სამშობლოში მიდის
დღეს მესუთ იოზილი არსენალელებს დაემშვიდობება და გეზს სტამბოლისკენ აიღებს — ის „ფენერბაჰჩეში” გადადის. თურქული წარმოშობის გერმანელმა „ემირეითის” შეფებთან საერთო ენა გამონახა. მხარეები კონტრაქტს წყვეტენ. ამ ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში ისედაც ეწურებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სხვა რამ არის: იოზილმა ხეფასის შემცირებაზე თქვა დასტური. ნახევარმცველი, „არსენალში”, წელიწადში 7 მილიონ გირვანქას იღებდა. „ფენერბაჰჩე” მის სანაცვლოდ „არსენალს” ფულს არ გადაუხდის. მოლაპარაკებებში...
დე ბრუინი ხელფასზე ვაჭრობს
კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს „ვოლფსბურგიდან” გადავიდა და „ეტიჰედზე” მსოფლიო კლასის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ახლა მას შესაძლებლობა ეძლევა „ქალაქელებთან” ფაქტობრივად „საპენსიო” ხელშეკრულება გააფორმოს, მაგრამ არ ჩქარობს. 29 წლის ბელგიელისა და „სიტის” ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდეა, კლუბის ბოსებს კი უნდათ, რომ დე ბრუინი მათთან 2025 წლამდე დარჩეს. ცხადია, კონტრაქტის ვადის ასეთ გახანგრძლივებას ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდაც...
კვიპროსელი თურქები არსენალის წინააღმდეგ
„არსენალს” ორმაგ სტანდარტებსა და მესუთ იოზილის დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი. კვიპროსელ თურქთა ასოციაციის საბჭომ პრემიერლიგის კლუბს გუშინ წერილი მისწერა, რომელშიც ჩრდილო ლონდონელები ეროვნებით თურქი და აღმსარებლობით მუსლიმი გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონის ჩაგვრაში დაადანაშაულა. წერილში არის ასეთი წინადადება: „თქვენ აშკარად ეწევით ჩვენი საზოგადოების დისკრიმინაციას”. ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 300 000 კვიპროსელ თურქს აერთიანებს. თავმჯდომარე ერთუგრულ მეჰმეთი „არსენალს” უცხადებს,...
ერთი ქალაქის გმირი
ამ ბიჭზე სულ ცოტა ხნის წინ, მაგრამ სულ სხვა საკითხთან დაკავშირებით ვწერდით. ლაიტმოტივი ის იყო, რომ 33 წლის დიმიტრი პაიე ფრანგული „მარსელის“ ლიდერი და ქომაგთა უსაყვარლესი ფეზბურთელია. ახლა მარსელელებს პაიე ორმაგად უყვართ და ის, რაც მან გააკეთა, ქალაქში მთელი ღამით ზეიმის მიზეზი გახდა. დიმიტრის კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა და წლიურად 6 მილიონ ევროს იღებდა....
გახადეს
კომპანია аdidas-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ მესუთ იოზილს სპონსორული ხელშეკრულება აღარ გაუგრძელოს. მიზეზი არასპორტულია – კომპანია შეშფოთებულია ფეხბურთელის იმიჯით, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანთან ახლო ურთიერთობასაც მოიცავს. იოზილმა аdidas-თან კონტრაქტი 2013 წელს გააფორმა და მაშინ თანამშრომლობა Nike-თან გაწყვიტა. გერმანულ ბრენდთან 7-წლიანი კონტრაქტის მანძილზე იოზილმა 24 მილიონი ევროთი შეივსო ჯიბე. შეგახსენებთ, 2013 წელსვე იოზილი...
მაგას, თანაგუნდელები არ ენდობიან
„არსენალის” ყოფილი მწვრთნელი, ესპანელი უნაი ემერი იგონებს, რომ მისი ჩრდილოეთ ლონდონში მუშაობის დროს გერმანელი მესუთ იოზილი გუნდის ერთგულებით და თავდადებით არ გამოირჩეოდა. ემერი „მეთოფეთა” მწვრთნელის თანამდებობიდან ნოემბერში გაუშვეს. იმ მომენტისთვის იოზილს, 2019-20 წლების სეზონში, მხოლოდ შვიდჯერ ჰქონდა ნათამაშები. ყოფილი თავკაცი ამბობს, რომ გერმანელი ყველაფერში საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს. ის დასძენს, რომ თანაგუნდელები მას არ ენდობოდნენ,...
ხარბი ფეხბურთელის სიმართლე
მესუთ იოზილმა ხელფასის 12,5 პროცენტით შემცირებაზე უარი განაცხადა. 31 წლის ნახევარმცველს „არსენალში” ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს, ის კვირაში 300 000 გირვანქას იღებს. იოზილს სურს ჯერ დაინახოს, ფინანსურად როგორ დააზარალა კორონავირუსმა პრემიერლიგის კლუბები და ფული მხოლოდ ამის მერე დადოს. განუცხადებია, ხელფასი შეიძლება მოვიკლო, ოღონდ ყველაფერი რომ დამთავრდება მერეო და იქვე უთქვამს, რომ თანაგუნდელების განსხვავებულ გადაწყვეტილებას პატივს...
ახალი წლის ახალი არსენალი და ძველი იუნაიტედი
ძველი დიდებით ცნობილი „არსენალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი წლის პირველ დღეს ლონდონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თამაშმა გამოაჩინა, რომ თუკი „იუნაიტედი” ჯერჯერობით ისეთივე მოსაწყენი და უკბილო გუნდია როგორიც 2019 წელს იყო, „არსენალი” 2020-ში გამოფხიზლებას აპირებს — ახალმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლიდერის თვისებებით თავი გამოიჩინა გრანიტ ჯაკამ, დავიდ ლუისი კი დაცვაში იყო შეუვალი. მესუთ...









