ჭდე: მესუთ იოზილი

Home მესუთ იოზილი
მაღალპროცენტიანი სისულელე
ჩანაწერი

მაღალპროცენტიანი სისულელე

მესუთ იოზილის მრჩეველი ერქუთ სოგუთი თითქოსდა ძველ, მაგრამ ჯერაც აქტუალურ თემას დაუბრუნდა — ფეხბურთელის ნაკრებიდან წასვლიდან რვა კვირის თავზე მან ჟურნალ 11Freunde-სთან ინტერვიუში თქვა: „მესუთი არაფერში შემცდარა. ყველაფერი სწორედაც ასე უნდა მომხდარიყო. როდესაც პრეზიდენტი შეხვედრას გთხოვს, ელემენტარული ეტიკეტის ამბავია, რომ მიხვიდე”. ძნელი მისახვედრი არ არის, რაზეა ლაპარაკი. საქმე ეხება მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი ხნით ადრე იოზილისა და...

კრიტიკა კანალიზაციის სუნით
ჩანაწერი

კრიტიკა კანალიზაციის სუნით

მესუთ იოზილის გერმანიის ნაკრებიდან ხმაურიანი წასვლის ამბავი იოლად რომ არ ჩაცხრებოდა ძნელი მისახვედრი არ იყო. „ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა 29 წლის ნახევარმცველზე დაურიდებლად თქვა „ეგ უკვე ბევრი წელია რაც მძ…იაო”. ახლა იმის შეხსენებას აღარ დავიწყებთ, რომ იოზილი წარმოშობით თურქია, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტო გადაიღო და ამას გერმანიაში დიდი სკანდალი მოჰყვა. ჰიონესმა, რომელიც 1974...

იოზილმა ნაკრების კარი გაიჯახუნა
ჩანაწერი

იოზილმა ნაკრების კარი გაიჯახუნა

მესუთ იოზილმა გერმანიის საფეხბურთო კავშირს რასიზმში დასდო ბრალი და ნაკრებიდან წავიდა. „არსენალის” 29 წლის ვარსკვლავი ამბობს, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტოს გადაღების გამო მას დაუნდობლად მოეპყრნენ. მოგეხსენებათ, თურქული წარმოშობის იოზილს ერდოღანთან ფოტოს გადაღება პოლიტიკურ აქციად ჩაუთვალეს, ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ მისი მხრიდან ეს იყო ისტორიული სამშობლოს პატივისცემა და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა კერძოდ ვინ...

იოზილი და პრეზიდენტი
ჩანაწერი

იოზილი და პრეზიდენტი

გეხსომებათ რა ამბავი ატყდა გერმანიაში, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ თურქული წარმოშობის ორმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა და ილქაი გუინდოგანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტო გადაიღო. გერმანელებმა ეს თავიანთი ქვეყნის უპატივცემულობად აღიქვეს და ისეთი სკანდალი აგორდა, რომ გუნდის მომზადებასაც კი დაასვა დაღი. გუინდოგანმა მალევე გამოაქვეყნა წერილი, სადაც გერმანელ ერს სიყვარულში გამოუტყდა, იოზილი კი აქამდე კრინტს არ ძრავდა...

ვფიქრობ, იოზილზე უარი უნდა გვეთქვა
ჩანაწერი

ვფიქრობ, იოზილზე უარი უნდა გვეთქვა

გერმანიის ნაკრების დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ოლივერ ბირჰოფმა მესუთ იოზილის შესახებ ილაპარაკა. მან გაიხსენა იოზილისა და ილქაი გუინდოგანის მიერ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული ფოტო და თქვა, ვინ იცის იოზილის გუნდიდან გაშვება გვიჯობდაო. „ჩვენ გერმანიის ნაკრებში არავის არაფერს ვაძალებთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ ადამიანი კონკრეტულ დასკვნამდე მივიყვანოთ. სამწუხაროდ მესუთთან ეს არ გამოგვივიდა. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ ჯობდა...

იოზილმა გულშემატკივარზე გაიწია
ჩანაწერი

იოზილმა გულშემატკივარზე გაიწია

მესუთ იოზილს გერმანელ გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა. მსოფლიოს აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა კორეის ნაკრებთან 0:2 წააგეს და არათუ მერვედფინალში ვერ გავიდნენ, არამედ F ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩარჩნენ. გერმანია 1938 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპიდან არ გავარდნილა. კორეელებთან დამარცხებამ გერმანელი გულშემატკივარი საშინლად აღაშფოთა. ასეთი შედეგის წარმოდგენა მათთვის ძნელი იყო. და როდესაც ბუნდესმანშაფტის დაზაფრული მოთამაშეები გასახდელისკენ მიემართებოდნენ,...

ლიოვის ბოლო კვირა
ჩანაწერი

ლიოვის ბოლო კვირა

იცით რა არის ვატუტინკი? ეს გახლავთ დასახლებული პუნქტი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 49 კილომეტრში, სადაც გერმანიის ნაკრები ცხოვრობს და ვარჯიშობს. სწორედ იქ შეხვდა ჟურნალისტებს ბუნდესმწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი და მსოფლიოს ჩემპიონთა დღევანდელ მდგომარეობაზე ილაპარაკა. მას შეახსენეს, რომ გუნდმა ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან (1:2) და საუდის არაბეთთან (2:1) ცუდად ითამაშა, რაზეც ლიოვმა მიუგო: „ამ შეხვედრებში ჩვენმა გუნდმა თავისი...

იოზილისა და გუინდოგანის სკანდალი გრძელდება
ჩანაწერი

იოზილისა და გუინდოგანის სკანდალი გრძელდება

უკვე ოთხი კვირა გავიდა რაც გერმანიის ნაკრების თურქული წარმოშობის ფეხბურთელებმა მესუთ იოზილმა და ილქაი გუინდოგანმა თავიანთი ისტორიული სამშობლოს პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად ფოტო გადაიღეს. ამის გამო სკანდალი აგორდა, რომელიც თანდათანობით კი არ ცხრება, არამედ მატულობს. გერმანელმა ხალხმა მოთამაშეებს ერდოღანთან ფოტოს გადაღება არ აპატია. ამ თემაზე ხმა აიმაღლა გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა მარიო ბასლერმაც....

გზად ღრიალი გაატანეს
ჩანაწერი

გზად ღრიალი გაატანეს

ილქაი გუინდოგანი ლევერკუზენის „ბაიარენას” გასახდელში თავჩახრილი შეიძურწა. გულშემატკივარმა მას ობსტრუქცია მოუწყო. სტვენამ და ღრიანცელმა გერმანიის ნაკრების საუდის არაბეთთან 2:1 გამარჯვებაც გადაფარა. ხალხის რეაქციამ ძლიერ იმოქმედა ბუნდესმწვრთნელ იოაჰიმ ლიოვზეც. შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ ამხანაგური, მოსამზადებელი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. მოგვიანებით, გუინდოგანმა „ტვიტერზე” გამოხატა თავისი დამოკიდებულება. მან დაწერა, რომ გულშემატკივრის სტვენის მიუხედავად ის მაინც მადლიერია, რომ გერმანიისთვის...

იოზილი დაშავდა
ჩანაწერი

იოზილი დაშავდა

მესუთ იოზილი უკვე ოთხი დღეა არ ვარჯიშობს და მკურნალობს, რათა მსოფლიოს ჩემპიონატს ჯანმრთელად შეხვდეს. „ბილდი” წერს, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. გასულ შაბათს გერმანიის ნაკრებმა ავსტრიასთან გამართა ამხანაგური მატჩი, 1:2 დამარცხდა, ის ერთი გოლი კი სწორედ „არსენალის” ნახევარმცველმა გაიტანა, თუმცა ამ შეხვედრის 76-ე წუთზე ის შეცვალეს კიდეც. იოზილი პირველ ტაიმში „უოტფორდის”...