მესუთ იოზილი უკვე ოთხი დღეა არ ვარჯიშობს და მკურნალობს, რათა მსოფლიოს ჩემპიონატს ჯანმრთელად შეხვდეს. „ბილდი” წერს, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
გასულ შაბათს გერმანიის ნაკრებმა ავსტრიასთან გამართა ამხანაგური მატჩი, 1:2 დამარცხდა, ის ერთი გოლი კი სწორედ „არსენალის” ნახევარმცველმა გაიტანა, თუმცა ამ შეხვედრის 76-ე წუთზე ის შეცვალეს კიდეც.
იოზილი პირველ ტაიმში „უოტფორდის” ცენტრალურ მცველთან სებასტიან პროდისთან ორთაბრძოლის დროს დაშავებულა. შემდეგ, მატჩის მსვლელობისას ის ნატკენ ადგილზე ხელს იკიდებდა.
ამრიგად, 29 წლის ვარსკვლავი გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს. ის მხოლოდ ფიტნესით არის დაკავებული — მაგალითად ველოსიპეტის ბორბლებს ატრიალებს. ექიმები ხაზს უსვამენ, რომ იოზილს ახალი ტრავმა აწუხებს ანუ ეს ზურგის ძველი ტრავმის რეციდივი არ არის.
ნახევარმცველს ახლა ათი დღე აქვს, რათა იოახიმ ლიოვს დაუმტკიცოს, რომ ჯანმრთელად არის და თამაში შეუძლია.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა: ხომ არ არის საშიშროება, რომ იოზილი ნაკრებს საერთოდ გამოაკლდეს? ამაზე ბუნდესმანშტაფის შტაბი ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 17 ივნისს მექსიკასთან გამართავს, 23 ივნისს შვედეთან, ხოლო 27-ში სამხრეთ კორეასთან.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
