რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ქვეყნის ნაკრებს სტანისლავ ჩერჩესოვი მოაშორა. ჯერ ამბობდნენ, რომ ჩერჩესოვი პირგასამტეხლოს არ აიღებდა, დღის ბოლოს კი ითქვა, რომ დაახლოებით 300 მილიონ რუბლს გადაუხდიან. ამასობაში კი რამდენიმე რუსმა სპეციალისტმა იუარა ჩერჩესოვის მემკვიდრეობა. ითქვა, რომ ნაკრებს უცხოელი, უფრო გერმანელი მწვრთნელი გამოადგება. ახსენეს იოაჰიმ ლიოვის სახელიც. ორ კანდიდატთან კონტაქტი უკვე შედგა, თუმც ისინი მალევე თამაშგარეში დარჩნენ....
ჭდე: იოაჰიმ ლიოვი
შენცა, ტონი?
უკვე შემოდგაზე საკმაოდ სახეცვლილი გერმანიის ნაკრების ხილვა მოგვიწევს. 15-წლიანი კარიერის, მუნდიალის ოქროს და ევრპირველობის ვერცხლის პატრონი იოაჰომ ლიოვი გუნდიდან მარცხით გულგატეხილი მიდის. ეს არ არის გერმანელთა ერთადერთი დანაკარგი. სანაკრებო კარიერა დაასრულა მადრიდის „რეალის“ გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა. 11 წელიწადი ტონი კროოსი გუნდის სული და გული, 2014 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა.
მიულერს რომ გოლი გაეტანა…
ბევრ ცნობილ მოღვაწეს უთქვამს, ფეხბურთი მარტივი თამაშიაო. ახლა, როდესაც ევრო 2020-ის მერვედფინალში ინგლისმა გერმანიას 2:0 მოუგო, ბუნდესმანშაფტის წაგებას ზოგი იოაჰიმ ლიოვის, როგორც მწვრთნელის გამოფიტვას აბრალებს, ზოგი მის მცდარ ტაქტიკას, ზოგიც დაბალ ტემპს ანდა საფეხბურთო კავშირის კაბინეტებში არასწორად შედგენილ მრავალწლიან პროგრამას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შესაძლოა ასეცაა, მაგრამ როდესაც ინგლისი 1:0-ს იგებდა, ვეტერანი ფორვარდი თომას...
გერმანია გაემზადა
გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იოაჰიმ ლიოვის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშც 26 ფეხბურთელია: მეკარეები 1. მანუელ ნოიერი (ბაიერნი), 12. ბერნდ ლენო (არსენალი), 22. კევინ ტრაპი (აინტრახტი). მცველები 2. ანტონიო რუდიგერი (ჩელსი), 5. მატს ჰუმელსი, (დორტმუნდი), 4. მათიას გინტერი (გლადბახი), 15. ნიკლას ზულე (ბაიერნი), 16. ლუკას კლოსტერმანი, 3. მარსელ ჰალშტენბერგი (ორივე – ლაიპციგი), 20. რობინ გოსენსი (ატალანტა), 24. რობინ კოხი (ლიდსი), 26. კრისტიან გიუნტერი (ფრაიბურგი). ნახვერამცველები 23. ემრე ჯანი (დორტმუნდი), 6. ჯოშუა კიმიხი, 18. ლეონ გორეცკა, 14. ჯამალ მუსიალა (ყველა – ბაიერნი), 21. ილქაი გიუნდოგანი...
ჰამანმა თავისი ვარიანტი თქვა
15 ივნისს გერმანიის ნაკრები საფრანგეთთან შეხვედრით ევროპის ჩემპიონატს იწყებს. თამაში მიუნხენშია ჩანიშნული. მანამდე შემადგენლობის საბოლოოდ დასადგენად იოაჰიმ ლიოვს კიდევ ორი მატჩი აქვს: 2 ივნისს დანიასთან და 7 ივნისს ლატვიასთან. ბოლო შეხვედრაში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სენსაციურად წაგების შემდეგ (1:2), ლიოვმა თქვა: „უახლოესი დღეების განმავლობაში ინტენსიური ფიქრი მოგვიწევს. ყველაფერს კი უახლოესი რამდენიმე კვირა გადაწყვეტს”. და სანამ ლიოვი ჯერ...
ჩავი: ლიოვი ბარსას გამოაგდებოდა
„ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების 41 წლის ლეგენდამ, ჩავიმ, ინტერვიუ მისცა გერმანულ Süddeutsche Zeitung-ს, სადაც გერმანიის ნაკრების 61 წლის თავკაცზე, იოაჰიმ ლიოვზე თქვა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია, რომელიც „ბარსელონასაც” ჩინებულად მოერგებოდა. „ლიოვი ელიტური მწვრთნელია. მას უყვარს სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთი და ამ სტილით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან გერმანიაში განსხვავებული ფეხბურთის განვითარებას შეუწყო ხელი. მისი ფილოსოფია...
ტელეფონის ხარჯი მაინც გადაეხადა…
რამდენიმე დღეა, რაც ლოთარ მათეუსის გვარ-სახელს გერმანიაში გაუჩერებლად აბრუნებენ. მიზეზი: მეჰმეთ შოლმა „ბილდთან” ლაპარაკში თქვა, რომ კარგი იქნება თუკი ის იოაჰიმ ლიოვის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში. „მის მხარესაა ცოდნა, სიმშვიდე და გამოცდილება, — თქვა შოლმა, — მას შეუძლია ეს ყველაფერი ფეხბურთელებს გადასცეს”. 59 წლის ლოთარ მაათეუსი გახლავთ ვეტერანი, რომელმაც გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში სარეკორდო რაოდენობის...
ლიოვს შეცვლის, თუ…
დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი პოსტს დატოვებს. არადა, მის კონტრაქტს ვადა 2023 წელს ეწურება. საქმე იმაშია, რომ სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდის ფლიკის დამცველი და თანამოაზრე, გამგეობის თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე. სამაგიეროდ, რჩება სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, ვისთანაც ფლიკს დაძაბული ურთიერთობა აქვს. მათი პოზიციები სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით, კარდინალურად განსხვავდება. მოვლენათა განვითარებას გულდასმით...
ნუ იმალები, ლიოვ!
„ბაიერნის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, წარსულში ლეგენდარულმა თავდამსხმელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანიის ნაკრების პრობლემებზე ილაპარაკა. მისი აზრით, იმაში, რომ ესპანეთთან 0:6 წაგების შემდეგ, ხალხთან სალაპარაკოდ ბუნდესმანშაფტის მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი გავიდა და არა მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, კარგი არაფერი იყო. „ბაიერნის” ბოსმა ტელეკომპანია „სქაის” ასე უთხრა: „სრულიად გულწრფელად მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენს წინაშე ძალიან ბევრი ბირჰოფია და ძალიან ცოტა...
ლიოვი – საშობაო ზვარაკი
გერმანულ ფეხბურთში ცვლილებები მზადდება. 4 დეკემბერს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდიუმი შეიკრიბება და ოლივერ ბირჰოფს მოუსმენს. ეროვნული ნაკრების მენეჯერი ბოლო ორი წლის შედეგებს გააანალიზებს. ბირჰოფი თუ პრეზიდიუმს დაარწმუნებს, იოაჰიმ ლიოვი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება, თუ არა და უკვე შობამდე მოხსნიან. ჯერ იყო 3:3 თურქეთთან, რომელსაც ბოლო 20 წელიწადში ყველაზე მცირე ტელე-აუდიტორია ჰყავდა (5.8 მლნ)… მერე იყო...








