15 ივნისს გერმანიის ნაკრები საფრანგეთთან შეხვედრით ევროპის ჩემპიონატს იწყებს. თამაში მიუნხენშია ჩანიშნული. მანამდე შემადგენლობის საბოლოოდ დასადგენად იოაჰიმ ლიოვს კიდევ ორი მატჩი აქვს: 2 ივნისს დანიასთან და 7 ივნისს ლატვიასთან.
ბოლო შეხვედრაში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სენსაციურად წაგების შემდეგ (1:2), ლიოვმა თქვა: „უახლოესი დღეების განმავლობაში ინტენსიური ფიქრი მოგვიწევს. ყველაფერს კი უახლოესი რამდენიმე კვირა გადაწყვეტს”.
და სანამ ლიოვი ჯერ კიდევ ფიქრობს შემადგენლობაზე, გერმანიის ნაკრებისა და „ლივერპულის” ყოფილ ვარსკვლავ დიტმარ ჰამანს ის უკვე მოფიქრებული აქვს. ჰამანს ბუნდესმანშაფტის შემადგენლობაში 57 თამაში აქვს ჩატარებული, მერსისაიდელებთან ერთად კი 2005 წელს ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.
ტელეკომპანია „სქაის” ექსპერტმა თქვა: კარში იდგება მანუელ ნოიერი, დაცვაში კი ითამაშებენ ჯოშუა კიმიხი, ანტონიო რუდიგერი, მატს ჰუმელსი და მარსელ ჰალსტენბერგი.
განმარტება ჰუმელსის თამაშმა მოითხოვა. ჰამანმა თქვა: „თამაშის გახსნის უნარისა და დიდი გამოცდილების წყალობით ჰუმელსს შეუძლია გუნდს დახმარება გაუწიოს და ლიდერად მოევლინოს კოლეგებს რუდიგერსა და ჰოლსტენბერგს”.
ჰამანისთვის სასურველი ნახევარდაცვა ასეთია: ტონი კროოსი, ლეონ გორეცკა და თომას მიულერი. ვეტერანს მიაჩნია, რომ გორეცკა გერმანიის ნაკრებისთვის ნამდვილი კოზირია. ის ამბობს, რომ „ბაიერნის” ვარსკვლავი გუნდს დინამიზმს და მოქნილობას მატებს. შესაბამისად, თერთმეტეულიდან უნდა ამოვარდეს ილქაი გუინდოგანი, რომელიც ჩრდილო მაკედონიასთან წაგებულ შეხვედრაში გერმანელთა კაპიტანი იყო.
თავდასხმის ჰამანისეულ ვერსიაში „ბაიერნის” ორი ფეხბურთელია: სერჟ გნაბრი და ლეროი სანე. მესამე ფორვარდი კი იქნება ტიმო ვერნერი.
ჰამანი: „იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვერნერს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდება. თუ ფორმაში იქნება, მის თამაშს ალტერნატივა არ აქვს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
მთავარი ამბავი29/05/2026 | 07:41მესი და ოცდახუთი
აქეთურ-იქითური28/05/2026 | 09:24კვარა: ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტ ემოციას გამოვხატავ
