გერმანულ ფეხბურთში ცვლილებები მზადდება. 4 დეკემბერს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდიუმი შეიკრიბება და ოლივერ ბირჰოფს მოუსმენს. ეროვნული ნაკრების მენეჯერი ბოლო ორი წლის შედეგებს გააანალიზებს.
ბირჰოფი თუ პრეზიდიუმს დაარწმუნებს, იოაჰიმ ლიოვი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება, თუ არა და უკვე შობამდე მოხსნიან.
ჯერ იყო 3:3 თურქეთთან, რომელსაც ბოლო 20 წელიწადში ყველაზე მცირე ტელე-აუდიტორია ჰყავდა (5.8 მლნ)…
მერე იყო ესპანეთთან საშინაო მატჩში 1:0-ზე ორი ფორვარდის – სანეს და ვერნერის ორი მცველით – გინტერით და კოხით ჩანაცვლება, რასაც დამატებულ დროში გაშვებული გოლი მოჰყვა… დაახლოებით იგივე სცენარით წარიმართა მატჩი შვეიცარიასთან და ასევე 1:1 დასრულდა.
აღარაფერს ვამბობთ საუკუნის ბუნდესსირცხვილზე ესპნეთთან. 0:6-მა ლიოვის აქციები სერიოზულად გააუფასურა.
ფეხბურთს წარსული დამსახურებით ვერ მოიგებ. როგორ ერთერთ გერმანულ არხზე ექსპერტად მიწვეულმა ბასტიან შვინშტაიგერმა განაცხადა, გერმანიის ნაკრების თამაში მოსაწყენი გახდა და ქომაგებს მასთან იდენტიფიცირება უჭირთ. მისი თქმით, ლიოვმა საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
