ინგლისურმა „ნიუკასლმა“ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტოციო ფონდის სახით სერიოზული პატრონი მხოლოდ 7 ოქტომბერს შეიძინა, მაგრამ გუნდის გადახალისებას უკვე შეუდგა.
პირველი ვინ უნდა გაეშვათ, თუ არა მთავარი მწვრთნელი?! არადა, ოფიციალური ვერსიით, სტივ ბრიუსთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა.
ბრიუსს ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა გარი ლინეკერი გამოესარჩლა – ეს კაცი, მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმუმს ახერხებდა და სამომავლო წარმატებები მაინც უსურვეთო.
ჯერ უცნობია, ვინ გახდება „კაჭკაჭების“ ახალი თავკაცი. მოვალეობის შესრულება გრემ ჯონსს დაეკისრა. სამაგიეროდ, ცნობილია მათი პირველი სატრანსფერო მიზანი – მესუთ იოზილი. წლეულს მან თურქული „ფენერბახჩეს“ მაისურით 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მისი ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონი ევროა. უცნაური კია: ასე ნაჩქარევად სატრანსფერო მანიპულაციები რატომ უნდა დაიწყო, როცა მთავარი მწვრთნელი არ გყავს და არც ის იცი, იგივე ოოზილი ჩაჯდება თუ არა მის კონცეფციაში.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
