ხატოვანი გამონათქვამი არ გეგონოთ. საუბარია რეალური არწივების რეალურ მწვრთნელზე.
მოგეხსენებათ არწივი რომის „ლაციოს“ სიმბოლოა და „სტადიო ოლიმპიკოზე“ ყოველი მატჩის წინ სტადიონს შემოუფრენს ხოლმე.
მატჩის დაწყებამდე „ლაციოს“ ფანებმა იტალიელი ფაშისტების ბელადის – ბენიტო მუსოლინის მეტსახელის სკანდირება დაიწყეს – „დუჩე, დუჩე“!
პასუხად არწივების მწვრთნელმა ხუან ბერნაბემ მათ რომაული სალუტით, ანუ ფაშისტური სალმით უპასუხა.
ვიდეო სოცქსელებში გავრცელდა. ფირმა, რომელშიც ბერნაბე მუშაობს, უშუალოდ „ლაციოს“ სტრუქტურაში არ შედის, მაგრამ ის უკვე ჩამოაშორეს საქმიანობას და დიდი შანსია, კონტრაქტი საერთოდ გაუწყვიტონ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
