22 წლის პორტუგალიელი რენატო სანჩესი გასულ ზაფხულს „ბაიერნიდან” „ლილში” გადავიდა. ახლა ის ამბობს, რომ საფრანგეთის უფრო ძლიერი კლუბიდანაც ჰქონდა მოწვევა.
სანჩესმა, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში 18 თამაში აქვს ჩატარებული, გადაცემა Telefoot:-ში თქვა:
„სრული სიმართლეა, რომ „პარი სენ ჟერმენიდან” მეპატიჟებოდა, მაგრამ „ბაიერნში” ჩემი მაშინდელი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი წინააღმდეგი ამ ტრანსფერის წინააღმდეგი წავიდა. მას ჩემი გაშვება არ უნდოდა”.
და მართლაც, 2018 წლის ზაფხულში, „ბაიერნი” რენატო სანჩესის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მაშინ, „რეკორდმაისტერის” თავკაცმა კოვაჩმა ასე თქვა:
„ვიცით, რომ პსჟ-ს ნახევარდაცვაში უჭირს, მაგრამ პარიზელთა პრობლემა ჩვენი პრობლემა არ არის. რენატო თავად გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ის შემდგომ ექვს თვეში, ჩვენი გუნდის ბევრ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას”.
მაგრამ, მწვრთნელის ასეთი ოპტიმისტური განცხადების მიუხედავად, შემდეგი სეზონი პორტუგალიელისთვის წარმატებული არ გამოდგა. მართალია, მან 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მეტწილად შეცვლაზე შედიოდა. გერმანიიდან წასვლის შემდეგ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონი „ლილში” დაფრინავს. პარასკევს, მისმა გუნდმა „მონპელიეს” 2:1 მოუგო და ერთი გოლი სწორედ სანჩესმა შეაგდო.
პორტუგალიელი ახალი გარემოთი კმაყოფილი ჩანს.
„მე მომწონს ეს ქალაქი, მომწონს ამ გუნდში თამაში. „ლილს” ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს. აქ ჩინებული თანაგუნდელები მყავს”, — თქვა რენატო სანჩესმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
