ჭდე: ნიკო კოვაჩი

Home ნიკო კოვაჩი
პარიზელთა პრობლემა ბაიერნის პრობლემა არ არის – სანჩესის პრობლემაა
ჩანაწერი

პარიზელთა პრობლემა ბაიერნის პრობლემა არ არის – სანჩესის პრობლემაა

22 წლის პორტუგალიელი რენატო სანჩესი გასულ ზაფხულს „ბაიერნიდან” „ლილში” გადავიდა. ახლა ის ამბობს, რომ საფრანგეთის უფრო ძლიერი კლუბიდანაც ჰქონდა მოწვევა. სანჩესმა, რომელსაც პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში 18 თამაში აქვს ჩატარებული, გადაცემა Telefoot:-ში თქვა: „სრული სიმართლეა, რომ „პარი სენ ჟერმენიდან” მეპატიჟებოდა, მაგრამ „ბაიერნში” ჩემი მაშინდელი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი წინააღმდეგი ამ ტრანსფერის წინააღმდეგი წავიდა. მას ჩემი გაშვება არ უნდოდა”....

ამბავი, როცა ენას კბილი უნდა დააჭირო
ჩანაწერი

ამბავი, როცა ენას კბილი უნდა დააჭირო

„ბაიერნი“ „სიტისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, სანეს გერმანიაში დაბრუნება სურდა, თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, სანამ ნიკო კოვაჩმა ჟურნალისტებთან ენის ჭარტალი არ დაიწყო – ხორვატმა მწვრთნელმა ფეხბურთელი, რომელსაც ჯერ კიდევ სხვა კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი, „ბაიერნის“ წევრად მოიხსენია. კარლ-ჰაინც რუმენიგე მაშინვე ადგილზე გაჩნდა და სიტუაციის გამოსწორება სცადა, კოვაჩს ეს არ უნდა ეთქვაო, თუმცა ეს მცდელობა უკვე დაგვიანებული იყო. გვარდიოლამ...

ჩანაწერი

გერმანიაშიც სასწაულს ელიან?

დიდი შანსი იყო, ბუნდესლიგის ზედიზედ მეშვიდედ მოგება „ბაიერნს“ უკვე შაბათს გაეფორმებინა, მაგრამ გასვლით შეხვედრაში „ლაიფციგს“ უგოლოდ გაეყარა. ეს ის „ლაიფციგია“, უკვე 31-ე ტურის შემდეგ რომ დაიბევა ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ რეკორდმაისტერს მაინც ბოლომდე ეომა. თავის მხრივ, „დიუსელდორფთან“ რთული მატჩი მოიგო (3:2) „დორტმუნდმა“ და ახლა კონკურენტს ორი ქულით ჩამორჩება. ბურთების ბალანსსა და ურთიერშეხვედრებში მიუნხენელთა უპირატესობა აშკარაა...

რა მუხასავით დამაყენე, ბიჭო?!
ჩანაწერი

რა მუხასავით დამაყენე, ბიჭო?!

ჩოჩქოლი იყო „ლივერპულისა” და „ბაიერნის” 0:0 დამთავრებული მატჩის შემდეგ — ბავარიელთა მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ლივერპულელთა თავკაცისთვის იურგენ კლოპისთვის ხელის ჩამორთმევას ლამობდა, ის კი რაღაცას უმტკიცებდა, ხელებს შლიდა, თითქოს გაურბოდა, თითქოს საყვედურობდა. მომხდარს ნათელი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მოეფინა. კლოპმა, რომლის გუნდიც 13 მარტს მიუნხენში საპასუხო შეხვედრისთვის უნდა ჩავიდეს, თქვა: „მე მინდოდა ნიკოსთვის ხელი თამაშის დამთავრებისთანავე ჩამომერთმია, ის...

კოვაჩის წინააღმდეგ ოთხი ფეხბურთელია
ჩანაწერი

კოვაჩის წინააღმდეგ ოთხი ფეხბურთელია

კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულმა „ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა, ჩემპიონთა ლიგაში „ბენფიკას” 5:1 დამარცხების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ მას კი არ მოხსნიან, არამედ ფეხბურთელების მხარდაჭერით გაძლიერებულს შემდგომი მუშაობის საშუალებას მისცემენ. „ბენფიკასთან” მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კოვაჩმა თქვა: „გუნდში სულ ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ არიან და ისინი ჩემს მომხრეებს არ ელაპარაკებიან. მე კი უმრავლესობა მიჭერს მხარს და დღევანდელ შეხვედრაში...

ვერავინ გაიგო, რა თქვა ბაიერნის მწვრთნელმა
ჩანაწერი

ვერავინ გაიგო, რა თქვა ბაიერნის მწვრთნელმა

„ბილდმა” შეიტყო: ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში „ბენფიკასთან” შეხვედრის წინ „ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ფეხბურთელები შეკრიბა და გაუგებარი სიტყვა თქვა. ის რომ „ბაიერნი” შეკრებას და პრინციპულ ლაპარაკს გეგმავდა კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დიუსელდორფის „ფორტუნასთან” 3:3-ის შემდეგ საჯაროდ თქვა, ასე რომ ამაში მოულოდნელი არაფერი იყო, მაგრამ ამ შეკრების შინაარსი ფართო საზოგადოებისთვის ცხადია უცნობი გახლდათ. გუნდის კრება კვირას,...

ბაიერნი გასაჭირშია
ჩანაწერი

ბაიერნი გასაჭირშია

„ბაიერნმა” ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო. ამჯერად ბავარიელები ბუნდესლიგაში ახალაღზევებულ დიუსელდორფის „ფორტუნასთან” შინ ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ ფრეზე უკეთესი ვერაფერი მოახერხეს. თავიდან 2:0 იყო, შემდეგ 3:1, საბოლოოდ კი მატჩი 3:3 დასრულდა. დიუსელდორფელთაგან სამივე გოლი 21 წლის ბელგიელმა დოდი ლუკებაკიო ნგანდოლიმ გაიტანა. შაბათის ფრის შემდეგ ბუნდესლიგის ცხრილში „ბაიერნი” 21 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ „დორტმუნდს” 7...

ბაიერნის ფრემ ხალხს კლინსმანის სიგიჟე გაახსენა
ჩანაწერი

ბაიერნის ფრემ ხალხს კლინსმანის სიგიჟე გაახსენა

„ბაიერნმა” „ფრაიბურგთან” უსახური ფეხბურთი ითამაშა, შინ ფრეზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა და ახლა, ლიდერ „დორტმუნდს”, რომელმაც ვოლფსბურგში 1:0 მოიგო, 4 ქულით ჩამორჩება. „ფრაიბურგს” მიუნხენში ქულა 1997 წლის მაისის შემდეგ არ მოუპოვებია. ეს ამბავი კი გულშემატკივრის მეხსიერებას ასე ცხადად იმიტომ შემორჩა, რომ 21 წლის წინ, როდესაც „რეკორდმაისტერის” იტალიელმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ იურგენ კლინსმანი შეცვალა, თავდამსხმელი ისე განრისხდა,...

ხამესის და ვაგნერის პრობლემები
ჩანაწერი

ხამესის და ვაგნერის პრობლემები

ვერა და ვერ მოისვენა ხამეს როდრიგესმა — ადრე „რეალში” ჰქონდა პრობლემა, ახლა „ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოიკიდა ფეხი. მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მიმდინარე სეზონში, პირველივე წუთიდან სულ ახლახან, „ბენფიკას” წინააღმდეგ ათამაშა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, რომელიც ლისაბონში გაიმართა და „რეკორდმაისტერმა” 2:0 მოიგო. ხამესი 79-ე წუთამდე იყო მოედანზე. ბუნდესლიგის წინა ტურში კი, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი ნაკრებშიც...

შპორტ ბილდის რჩეული გერმანელები
ჩანაწერი

შპორტ ბილდის რჩეული გერმანელები

ჰამბურგში, სპორტის, ბიზნესისა და მას-მედიის 700 წარმომადგენლის თანდასწრებით, ევროპის ყველაზე დიდტირაჟიანმა ჟურნალმა, გერმანულმა „შპორტ ბილდმა” სპორტში გამოჩენილ ადამიანთა რიგით მე-16 დაჯილდოება მოაწყო. ჯილდოები სულ 9 კატეგორიაში დარიგდა. „შპორტ ბილდის” რედაქტორის საგანგებო ჯილდო მიიღო „რეალის” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა. მის დახასიათებაში წერია, რომ კროოსი არის პირველი გერმანელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო — 2013...