ჭდე: ნიკო კოვაჩი

Home ნიკო კოვაჩი
ბაიერნში მობილური აიკრძალა
ჩანაწერი

ბაიერნში მობილური აიკრძალა

ნიკო კოვაჩი „ბაიერნში” სიმკაცრის გამოვლენას იწყებს. რეკორდმაისტერის ახალმა თავკაცმა ერთი შეხედვით უცნაური ბრძანება გასცა: გუნდის ბაზაზე, ზებენერ შტრასეზე, გასახდელების გარეთ, ნებისმიერ ოთახში მობილური ტელეფონით სარგებლობა იკრძალება. ვიმეორებთ, აკრძალვა ეხება ყველა ფუნქციონალურ, საცხოვრებელ და სამკურნალო სივრცეს. სხვათა შორის, ზოგმა ფეხბურთელმა პირველად ნათქვამი ვერ გაიგო, რის გამოც ხორვატმა მწვრთნელმა ორი კვირის შემდეგ თავისი განკარგულება მკაფიოდ გაიმეორა და...

ლევანდოვსკი და ბაიერნი
ჩანაწერი

ლევანდოვსკი და ბაიერნი

რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნის” ახალ მწვრთნელს ნიკო კოვაჩს ელაპარაკა და დარჩენა გადაწყვიტა. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ბავარიელთა ხორვატ თავკაცს 29 წლის თავდამსხმელის გაშვება არ უნდოდა. „ვადასტურებ, რომ წუხელ მე და რობერტმა ვილაპარაკეთ, — თქვა კოვაჩმა, — მან კარგად იცის რასაც ვფიქრობ მის შესახებ და როგორ ვაფასებ მას. მისი მაღალი ოსტატობის ამბავი „ბაიერნში” ყველასთვის კარგად არის ცნობილი....

სამოც კაციან ქეიფში კონტრაქტზე ვინ ლაპარაკობს
ჩანაწერი

სამოც კაციან ქეიფში კონტრაქტზე ვინ ლაპარაკობს

„ბაიერნმა” ბუნდესლიგის ნაადრევი ჩემპიონის რანგში პირველი თამაში „გლადბახთან” ჩაატარა და 5:1 მოიგო. მატჩის შემდეგ, ბავარიელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რაც გასაკვირი იშვიათობაა. საუბრის თემა ფრანკფურტის „აინტრახტის” სპორტული დირექტორის, ფრედი ბობიჩის მიერ წინა დღით წარმოთქმული ბრალდება გახლდათ. ბობიჩმა „ბაიერნის” შეფებს მისგან მწვრთნელის ნიკო კოვაჩის „მიტაცებაში” დასდო ბრალი. „ძალიან გავბრაზდი,...

ბაიერნი – გერმანული კლუბების მძარცველი
ჩანაწერი

ბაიერნი – გერმანული კლუბების მძარცველი

ფრანკფურტის „ინტრახტის” სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი განრისხდა. 46 წლის ჩინოვნიკი მისი გუნდის მწვრთნელის, მისი თანატოლი ნიკო კოვაჩის „ბაიერნთან” გარიგებამ აღაშფოთა. მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კოვაჩმა და „ბაიერნმა” დადეს პირობა, რომლის თანახმადაც მომავალი სეზონიდან „რეკორდმაისტერს” ხორვატული წარმოშობის გერმანელი უხელმძღვანელებს. სხვა სიტყვებით, კოვაჩი „აინტრახტიდან” მიდის. ის ბავარიელებთან 2021 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. ბობიჩის აღშფოთება კერძოდ...

ბაიერნის ახალი მწვრთნელი
ჩანაწერი

ბაიერნის ახალი მწვრთნელი

„შპორტ ბილდისა” და „ბილდის” ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე საათში თავად კლუბმაც დაადასტურა „ბაიერნის” ბოსებმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩიეს — ის იქნება 46 წლის ნიკო კოვაჩი. როგორც ჩანს ბავარიელთა ხელმძღვანელებმა თავისივე გრაფიკს გაასწრეს. მათ ნათქვამი ჰქონდათ, რომ 72 წლის იუპ ჰაინკესის შემცვლელი უნდა ყოფილიყო გერმანულად მოლაპარაკე კაცი, რომელიც გუნდს ზაფხულში ჩაიბარებდა და კლუბი მის ვინაობას აპრილის ბოლოს...