ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ „სტიაუას’’ აშკარად აჯობა: სტუმრად მოგებულ 3:1-ს შინ 4:0 დაამატა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო იყო, რომ ფრანგული გუნდის ოთხი გოლიდან ორი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა და ორიც საგოლე პასი შეასრულა. ამრიგად, „ლიონი’’ ევროლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს’’ შეხვდება.
ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა შეხვედრას 10-დან 6 ქულა დაუწერა, რადგან ერთი გუნდის ბატონობა აშკარა იყო, ძალიან მაღალი დონის შესხვედრას კი ორი გუნდის კარგი თამაში სჭირდება. საიტი წერს, რომ რუმინელებთან შეხვედრაში საკუთარი თავის იმ ფეხბურთელებმაც კი ირწმუნეს, რომელთათვისაც სეზონი საუკეთესოდ არ მიდის.
Maxifoot-მა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მიქაუტაძე დაასახელა და მისი თამაში 9 ქულით შეაფასა.
„მან „ლიონის’’ შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ― დაწერა პორტალმა, ― ქართველი ფორვარდი იშტაზე იყო, ეფექტური დუბლი შეასრულა: ჯერ საჯარიმოში დადგმული პატარა შოუს შემდეგ მარცხენა ფეხით დაარტყა და შემდეგ ერთი მოულოდნელი დარტყმაც შეასრულა. კიდევ, „მეცის’’ ყოფილმა მოთამაშემ ერნესტ ნუამას ორი საგოლე პასი მიაწოდა’’.
Flashscore-მა ქართველი ფორვარდის თამაში 8.5 ქულით შეაფასა (საუკეთესოდ კი 8.9 ქულით რაიან შერკი დაასახელა); whoscored-მა მიქაუტაძეს 9.5 დაუწერა (ამ პორტალის დათვლით საუკეთესო ნუამა იყო – 9.7); sofascore-მა კი მიქაუტაძე გამოარჩია და მას ყველაზე მეტი 9.8 ქულა მიაკუთვნა (ნუამას 9.3, ხოლო შერკის 8.3).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
