ლიდერი ისევ რუსთავია

ლიდერი ისევ რუსთავია

თითქმის თვენახევრიანი შესვენების შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. გასულ უქმეებზე მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ნაჟალგირისევს საინტერესო იყო თბილისის „დინამოს“ ვითარება. ეს ალბათ ტურის ერთ-ერთი მთავარი ამბავი გახლდათ: როგორ მდგომარეობაში არიან ვილნიუსის კატასტროფის შემდეგ დინამოელები. ამჯერად ისინი „სპაერს“ სტუმრობდნენ და 73-ე წუთამდე აგებდნენ, შემდეგ კი ორი წუთის ინტერვალში ორი ბურთი გაიტანეს და 1:2 გაიმარჯვეს. ანგარიში 18 წლის კობა კაკაშვილმა გაათანაბრა ეფექტური დარტყმით, მალევე კი მათე ვაწაძემ გაიტანა გამარჯვების გოლი. „ეს მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა, უპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით,“ – თქვა შემდეგ დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.

ახლა „დინამოს“ 34 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მეორე ადგილზეა. ლიდერი კი ისევ „რუსთავი“ გახდა,  რომელმაც პრინციპულ ბრძოლაში „ტორპედო“ დაამარცხა (1:0) და 35-ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა. თუმცა, ამ ტურში „იბერიას“არ უთამაშია, რომელსაც სამშაბათს ევროპა ლიგის საპასუხო შეხვედრა ელის თბილისში ჩრდილოირლანდიურ „ლარნთან.“ იბერიელებს 34 ქულა ავთ და გამოტოვებული მატჩში წარმატების შემთხვევაში რუსთაველებს გადაუსწრებენ.

საინტერესოა, რომ შემდეგ ტურში, 15 აგვისტოს, რუსთაველებს თბილისში „დინამოსთან“ უწევთ თამაში და დინამოელებს რამდენიმე წლის შემდეგ პირველად ეძლევათ ცხრილის სათავეში მოხვედრის შესაძლებლობა.

„ბათუმი“ ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა „გაგრას,“ მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა. საბოლოოდ – 2:2. ბათუმელებს 28 ქულა მოუგროვდათ და მეოთხე ადგილზე დგანან, 23-ქულიანი „გაგრა“ კი პლეი-აუტის ზონაში, მერვე ადგილზეა.

„სამგურალი“ აუტსაიდერ „მეშახტესთან“ აგებდა, თუმცა ბოლოსკენ მაინც გატეხა მეტოქე – 1:2. გამარჯვების  გოლი 88-ე წუთზე გაიტანა ირაკლი სირაძემ. წყალტუბოელები ცხრილის შუაში, მე-5 ადგილზე არიან, „მეშახტე“ კი ბოლო, მე-10 საფეხურზეა 11 ქულით.

რუსთავი 1:0 ტორპედო

1:0 ჟან სოუზა დე ალმეიდა (12 პენ)

ბათუმი 2:2 გაგრა

1:0 მანდრიჩენკო (12), 2:0 წულუკიძე (29 პენ), 2:1 ჭავჭანიძე (68), 2:2 ვანდერსონ სილვა (85)

მეშახტე 1:2 სამგურალი

1:0 ქანთარია (6), 1:1 შერგელაშვილი (23), 1:2 სირაძე (88)

გაძევება: უგრეხელიძე (82) – მეშახტე

სპაერი 1:2 დინამო

1:0 კოხრეიძე (11), 1:1 კაკაშვილი (73), 1:2 ვაწაძე (75)

იბერია – დილა გადაიდო

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.