ჭდე: მონაკო

Home მონაკო
ჩანაწერი

ანრი მეტოქის ბებიას გადაწვდა

ტიერი ანრიმ ბოდიში მოიხადა. ის წუხს, რომ მოწინააღმდეგეს, კერძოდ „სტრასბურგის” ფეხბურთელს კენი ლალას ბოზის შვილიშვილი (ქართულად ალბათ ასე უფრო სწორედ ითარგმნება) უწოდა. მიზეზი: ლალა აუტის ჩაწოდებას აჭიანურებდა. ეს ამბავი შაბათს, „მონაკოსა” და „სტრასბურგის”  შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა. შეგახსენებთ, რომ „მონაკომ” თავის მოედანზე 1:5 წააგო. ადვილი წარმოსადგენია როგორ გუნებაზე იქნებოდა მისი მწვრთნელი და მაინც მეტოქე...

ანრი მონაკოს მწვრთნელია
ჩანაწერი

ანრი მონაკოს მწვრთნელია

„არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ ტიერი ანრიმ ბელგიის ნაკრების ასისტენტი მწვრთნელის პოსტი დატოვა და თავისი სიყრმის კლუბს, „მონაკოს” ჩაუდგა სათავეში. ანრის „მინაკოში” დანიშვნა მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც საგრაფოს კლუბმა კვირის დასაწყისში ლეონარდო ჟარდემი გაათავისუფლა თანამდებობიდან. 41 წლის ლეგენდარული თავდამსხმელი დღეს დილით გაფრინდა მონტე კარლოში, სადაც სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა კლუბთან, სადაც ყმაწვილკაცობაში 6 წელიწადი გაატარა....

ტაციაობა ბარსელონელზე
ჩანაწერი

ტაციაობა ბარსელონელზე

„არსენალი” და „ჩელსი” საბრძოლველად მოემზადნენ. მიზეზი: გავრცელდა ხმა, რომ ლეონარდო ჟარდიმი „მონაკოდან” მიდის. ეს კულუარული ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა „სანმა”. გაზეთი წერს, რომ 43 წლის პორტუგალიელი მწვრთნელი, რომელსაც ევროპაში მაღალი რეიტინგი აქვს, აუცილებლად მოექცევა წამყვანი კლუბების ინტერესის სფეროში და დიდი შანსია, პრემიერლიგაში გადაბარგდეს. თურმე, საფრანგეთსა და ესპანეთში ამბობენ, რომ ჟარდიმი ყველაზე დიდი ალბათობით „არსენალში” გადავა და...