ვინისიუსი 2032 წლის 30 ივნისამდე „რეალში“ ითამაშებს. ბრაზილიელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ მადრიდულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა.
26 წლის ვარსკვლავის წინა კონტრაქტი 2027 წლამდე იყო ძალაში. ამით „არსენალს“ უნდოდა ესარგებლა. ლონდონელებს ძალიან სურდათ ვინისიუსის გადაბირება, მაგრამ „რეალისა“ და ფეხბურთელის 18-თვიანი მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა.
ესპანური მედია წერს, რომ მხარეები ხელფასის მომატებაზე შეთანხმდნენ. ამიერიდან ვინისიუსი სეზონში 24 მილიონ ევროს მიიღებს.

ვინისიუსი „რეალში“ 2018 წელს, 18 წლისა მივიდა. წინა კონტრაქტით ის სარეკლამო უფლებებითაც სარგებლობდა ანუ ნებისმიერი რეკლამიდან, რომელზეც მისი იმიჯი იყო გამოსახული, ფული მისდიოდა. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკების პროცესში ბრაზილიელის აგენტები ხელფასის გაზრდის გარდა ითხოვდნენ „ერთგულების ბონუსს“ და იმიჯის უკეთესი გავრცელებას, რათა მათი კლიენტი ამ მაჩვენებლით კილიან მბაპეს გატოლებოდა.
„რეალში“ ჩატარებულ 8 სეზონში ვინისიუსმა 375 შეხვედრაში 128 გოლი გაიტანა და 14 ტიტული მოიგო. მან ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში და სამჯერ ლა ლიგის ჩემპიონი გახდა.
იმავე დღეს, როდესაც „რეალმა“ ვინისიუსის ახალი კონტრაქტის შესახებ გამოაცხადა, საბოლოოდ მოგვარდა 19 წლის კოტ დ’ივუარელი გარემარბის იან დიომანდეს საქმეც ― „ლაიფციგის“ ყოფილი მოთამაშე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაბარგდა. დიომანდე მადრიდელებს 140 მილიონი ევრო დაუჯდათ. პლუს, გარიგება ბონუსებსაც ითვალისწინებს. ეს ტრანსფერი სარეკორდო იყო როგორც „რეალისთვის“ ასე „ლაფციგისთვის“. პირველს ასე ძვირად ფეხბურთელი არასდროს უყიდია, მეორეს კი არასდროს გაუყიდია.

მიმდინარე ზაფხულში დიომანდე „თეთრების“ მეექვსე შენაძენია. მანამდე „რეალმა“ იყიდა: ბერნარდო სილვა, მარკ კუკურეია, იბრაჰიმა კონატე, დენზელ დუმფრისი და ესპანელი თავდამსხმელი კარლოს ესპი.
შეგახსენებთ, რომ „რეალს“ ცამეტწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
