არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო

არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო

ბრედლი ბარკოლაზე ტაციაობაა. ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას მერე რაც ვინისიუს ჟუნიორის ყიდვის საქმე ჩაუვარდა, ფრანგი გარემარბის შეძენა „არსენალსაც“ მოუნდა. არადა, „მეთოფეები“ ბრაზილიელს მდიდრულ ექვსწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ. ფეხბურთელის მხრიდან ხელმოწერის მეტი აღარაფერი იყო საჭირო.

ვინისიუსს „რეალში“ ერთი წელიღა რჩებოდა, მაგრამ მან „რეალში“ დარჩენა ამჯობინა.

მიკელ არტეტას კი მას მერე, რაც ლეანდრო ტროსარი „ბეშიქთაშში“ წაუვიდა, მარცხენა გარემარბი სჭირდება.

გაზეთი „ინდეპენდენტი“ წერს, რომ ბარკოლა „მეთოფეებისთვის“ კარგი ვარიანტია, მაგრამ მათ სატრანსფერო ბაზარზე „ლივერპულთან“ მოუწევთ შეჯიბრება. ზოგიერტი ცნობის თანახმად მერსისაიდელები ფეხბურთელთან უკვე პერსონალურ საკითხებს აგვარებენ. მო სალაჰის წასვლის შემდეგ მათაც სჭირდებათ გარემარბი.

ბევრჯერ დაგვიწერია, რომ ანდონი ირაოლამ ბარკოლა თავის სამიზნედ აქცია და კარგა ხანია მის ყიდვას ცდილობს. საქმეს „პარი სენ ჟერმენის“ მადა აბრკოლებს. პარიზლეები 130 მილიონი გირვანქა სტერლინგს ითხოვენ.

ფრანგული „კანალ პლუსი“ იტყობინება, თითქოს „ლივერპულმა“ პარიზელებს შეუთვალა, რომ ასეთ დიდ თანხას ვერ გადაუხდის და ანაზღაურების ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობდა. სწორედ ამ დროს ჩაერთო ვაჭრობაში „არსენალი“, რომელმაც შესაძლოა სპეციფიკური სიტუაციით ისარგებლოს და პსჟ-ს პირდაპირ „დაუდოს მაგიდაზე“ სასურველი თანხა.

ბრედლი ბარკოლა 23 წლისაა. მან „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში 152 შეხვედრა ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა. ბარკოლა 2023 წლამდე „ლიონის“ ფეხბურთელი იყო.

მაისში, ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების ფინალში ბარკოლა სწორედ „არსენალის“ წინააღმდეგ მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.