საყოველთაოდ ცნობილი ამბავია – „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რამე თუ ჩაიფიქრა, ბოლომდე მიიყვანს.
ჰოდა, აგერ, ბატონო: ფლორენტინო პერესი პირადად არის დაინტერესებული „მანჩესტერ სიტიდან“ ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის გადაბირებით და მზად არის მის სანაცვლოდ ნახევარი მილიარდი ევრო გადაიხადოს.
სიგიჟეა? გეთანხმებით, ასეა, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი უცხოური პრესა ამ ამბითაა აჭრელებული.
ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან. 25 წლის ჰოლანდის სატრანსფერი ფასი 200 მილიონი ევროა, „მანჩესტერ სიტისთან“ მისი კონტრაქტი კი 2034 წლამდეა გათვლილი.
ამ სეზონის 29 მატჩში ნორვეგიელის ანგარიშზე 26 გოლი და 4 საგოლე პასია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
