ჭდე: ერლინგ ჰოლანდი

Home ერლინგ ჰოლანდი
ეს ბიჭი მბაპეზე მაგარიაო
ჩანაწერი

ეს ბიჭი მბაპეზე მაგარიაო

შეუძლებელი იყო, მადრიდის „რეალის“ ბოსებს 19 წლის ნორვეგიელი ვუნდერკინდი სამიზნედ არ აერჩიათ. უფრო მეტიც: მისი ტრანსფერი ახლა სამეფო კლუბის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ფლორენტინო პერესი მზადაა, უარი თქვას პსჟ-დან კილიენ მბაპეს წაყვანაზე, ოღონდაც „დორტმუნდის“ ახალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი ჩაიგდოს ხელში. შეგახსენებთ, რომ ჰოლანი ამ ზამთარს „დორტმუნდში“ ავსტრიული „ზალცბურგიდან“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. დებიუტანტმა...

ფეხბურთი და ანტიფეხბურთი
ჩანაწერი

ფეხბურთი და ანტიფეხბურთი

გემოვნების ამბავია, ვის რა მოსწონს, თუმცა „ატლეტიკო“ გოლს პირველი რომ გაიტანს, შემტევი ფეხბურთის მოყვარულთათვის, იმ თამაშისთვის აღარ შეიხედება. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართულ შემთხვევაში „ტრაგედია“ დატრიალდა და საულმა გოლის გატანა უკვე მე-4 წუთზე მოახერხა. რას ნიშნავს ეს? „ატლეტიკომ“ ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც ასე კარგად გამოსდის და მათი კარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, დღეს ევროპის...

დააბით ეს ბიჭები!
ჩანაწერი

დააბით ეს ბიჭები!

წლევანდელ საფეხბურთო სეზონს გმირები არ აკლია, მაგრამ „დორტმუნდის“ ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგური დებიუტით ევროპა შეაზანზარა. 19 წლის ჰოლანდმა სულ სამ მატჩში ითამაშა და ჯამში 7 გოლი გაიტანა. ამ სამიდან ორ შეხვედრაში სულაც შეცვლაზე შევიდა და როცა სტატისტიკა დაუთვალეს, აღმოჩნდა: ერლინგს თითო გოლის გასატანად 20 წუთზე ნაკლენი ჰყოფნის. გაინტერესებთ, 7 გოლის გასატანად კარის ჩარჩოში რამდენჯერ დაარტყა...

ამ ბიჭმა ევროპა ააფეთქა
ჩანაწერი

ამ ბიჭმა ევროპა ააფეთქა

ვინ არის საიდან მოვიდა ერლინგ ჰოლანდი? „დორტმუნდის“ ახალწვეულზე მთელი ევროპა ლაპარაკობს. „ზალცბურგიდან“ „დორტმუნდში“ 20 მილიონ ევროდ გადაბარგებული 19 წლის თინეიჯერი დღეს ევროპულ ფეხბურთში ყველაზე განხილვადი თემაა. აქამდე მხოლოდ შვიდმა ფეხბურთელმა შეძლო ტოპ-5 ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში სამჯერ გაეტანა. ბოლოს ეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაახერხა. ჰოლანდმა კი არც სადებიუტო ჰეთ-თრიქი იკმარა და მომდევნო შეხვედრაში (24 იანვარს, კიოლნთან) დუბლი...

რა იოლია რაიოლასთვის
ჩანაწერი

რა იოლია რაიოლასთვის

ცნობილი ამბავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ნორვეგიელ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს 19 წლის თანამემამულე თავდამსხმელის, ავსტრიაში, ზალცბურგის „რედ ბულში” მოთამაშე ერლინგ ჰოლანდის ყიდვა უნდა; მაგრამ, სულშერი შეიძლება პრობლემას წააწყდეს — ჰოლანდის აგენტი გახლავთ ლამის ნახევარი საფეხბურთო სამყაროს მპყრობელი, იტალიელი მინო რაიოლა, რომლის კლიენტი „იუნაიტედის” ფრანგი ვარსკვლავი, მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაცაა. და სწორედ ეს კოზირი შეიძლება გამოიყენოს...