2025/2026 წლების სეზონის მსვლელობისას საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დივიზიონ პრო დ2-ში ქართველთა საოცარმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა – 37-მა! ფანტასტიკური რიცხვია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული სეზონი ქართველების გარეშე ერთბაშად 4-მა კლუბმა განვლო – „კოლომიემ“, „ბეზიემ“, „დაქსმა“ და „ანგულემმა“.
ყველაზე მეტი მატჩი გასულ ჩემპიონატში ლიგიდან გავარდნილი „მონ-დე-მარსანის“ ბურჯმა ლუკა გოგინავამ და „ნევერის“ კვაჭმა ლუკა პეტრიაშვილმა ჩაატარეს – 26-26. ამ უკანასკნელმა კი ლელოების მხრივ ქართველთა ყველა დროის რეკორდი დაამყარა – პეტრიაშვილმა საკუთარ ანგარიშზე 10 ლელო ჩაიწერა.
დამრტყმრლთა შორის კვლავაც თედო აბჟანდაძე იყო. „ორიაკის“ მგეზავმა 26-26 ჯარიმა და გარდასახვა გაიტანა. ერთხელ ზუსტი არეკნი დაჰკრა, 1 ლელოც მიითვალა და ჯამში სეზონი 138 ქულით დაასრულა. ყველა ხსენებული მაჩვენებელი საუკეთესოა ქართველ ლეგიონერებს შორის.

დისციპლინის მხრივ, სეზონმა ქართველებისთვის წითელი ბარათის გარეშე ჩაიარა და ეს მისასალმებელი ამბავია. აი, ყვითელი ბარათების კუთხით კი ყველას „ვალანს რომანის“ მესამეხაზელმა ილია სპანდერაშვილმა „აჯობა“, ვინც სეზონის განმავლობაში სინბინში 1 საათი გაატარა, ანუ 6 ყვითელი ბარათი მიიღო.
ყველაზე ასაკოვანი მორაგბბე გასულ სეზონში „ორიაკის“ ბურჯი მირიან ბურდული გახლდათ, ვინც 1991 წლის 6 ნოემბერსაა დაბადებული. ყველაზე ახალგაზრდა კი „ნევერის“ ბურჯი დავით მჭედლიძე იყო, რომელიც 2004 წლის 10 აგვისტოს დაიბადა.
ქვემოთ – დეტალური სტატისტიკა 37-ვე ქართველის, რომლებმაც 2025/2026 წლების სეზონში პრო დ2-ის კლუბების ღირსება დაიცვეს.
ვანი (1): მიხეილ ალანია (25 მატჩი, 3 ლელო).
პროვანსი (1): თორნიკე ჯალაღონია (25 მატჩი, 3 ლელო, 1 ყვითელი ბარათი).
ოიონაქსი (3): ვასილ ლობჟანიძე (22 მატჩი, 1 ლელო), ვანო კარკაძე (20 მატჩი, 8 ლელო, 2 ყვითელი ბარათი), ლუკა მათკავა (8 მატჩი, 3 ჯარიმა, 8 გარდასახცა, 25 ქულა).
ვალანს რომანი (1): ილია სპანდერაშვილი (23 მატჩი, 3 ლელო, 6 ყვითელი ბარათი).
ბრივი (3): კონსტანტინე მიქაუტაძე (21 მატჩი, 1 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), ვახტანგ აბდალაძე (14 მატჩი, 2 ლელო), გიორგი შველიძე (12 მატჩი, 1 ლელო).
აჟენი (3): მამუკა მსტოიანი (19 მატჩი, 1 ლელო), ლაშა მაჭარაშვილი (17 მატჩი), ომარ ოდიშვილი (10 მატჩი, 1 ლელო).
გრენობლი (4): გიორგი პერტაია (22 მატჩი, 1 ლელო), გიორგი კვესელაძე (17 მატჩი, 2 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), გიორგი ჯავახია (5 მატჩი, 3 ლელო, 1 ყვითელი ბარათი+12 მატჩი პრო ტოპ 14-ში), გიორგი მამაიაშვილი (4 მატჩი).
ბიარიცი (1): გიორგი ნუცუბიძე (20 მატჩი, 1 ლელო, 1 ყვითელი ბარათი).
ნევერი (7): ლუკა პეტრიაშვილი (26 მატჩი, 10 ლელო, 2 ყვითელი ბარათი), ლაშა ფხაკაძე (25 მატჩი, 2 ლელო), ილია კაიკაციშვილი (17 მატჩი), რატი ზაზაძე (14 მატჩი, 4 ლელო, 2 ყვითელი ბარათი), ნიკოლა რაგოევი (12 მატჩი), ლუკა უნგიაძე (10 მატჩი), დავით მჭედლიძე (6 მატჩი).
ორიაკი (8): ირაკლი მჭედლიძე (25 მატჩი, 3 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), ლუკა ნიორაძე (21 მატჩი, 4 ლელო), თედო აბჟანდაძე (21 მატჩი, 1 ლელო, 26 ჯარიმა, 1 არეკნი, 26 გარდასახვა, 138 ქულა) ბასა ხონელიძე (20 მატჩი), გიორგი ქართველიშვილი (19 მატჩი, 2 ლელო), მირიან ბურდული (18 მატჩი, 1 ყვითელი ბარათი), დაჩი პაპუნაშვილი (15 მატჩი, 5 ლელო, 19 ჯარიმა, 13 გარდასახვა, 108 ქულა, 1 ყვითელი ბარათი), ალექსანდრე ბურდული (10 მატჩი, 2 ყვითელი ბარათი).
მონ-დე-მარსანი (3): ლუკა გოგინავა (26 მატჩი, 3 ლელო, 1 ყვითელი ბარათი), ვლადიმერ ჩაჩანიძე (22 მატჩი. 1 ყვითელი ბარათი), იოანე იაშაღაშვილი (20 მატჩი, 7 ლელო).
კარკასონი (1): ვახტანგ ახობაძე (6 მატჩი).
ნიცა (1): ვაჟა კაპანაძე (1 მატჩი).
კოლომიე, ბეზიე, დაქსი და ანგულემი – 0-0.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
