რასპადორი მადრიდს გაემგზავრა

Home კატეგორიის გარეშე რასპადორი მადრიდს გაემგზავრა
რასპადორი მადრიდს გაემგზავრა

Giacomo Raspadori of SSC Napoli arrives at Verona Airport traveling to the club’s 2025/26 pre-season training camp in Dimaro, Trentino-Alto Adige on...მადრიდში დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს’’ მორიგი იტალიელი ფეხბურთელი შეუერთდა. 23 წლის მარცხენა მცველის მატეო რუჯერის კვალს ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი დაადგა. „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი, 25 წლის თავდამსხმელი, „მატრასების მკერავი’’ გახდა.

რასპადორიმ „ნაპოლის’’ შემადგენლობაში ბოლო სამ წელიწადში ორი სკუდეტო მოიპოვა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი არ ყოფილა. და აი, მისი თანაგუნდელის ჯოვანი სიმეონეს მამამ „ვანდა მეტროპოლიტანოზე’’ უხმო. მანამდე იყო ლაპარაკი, რომ რასპადორის „ატალანტა’’ ადემოლა ლუკმენის შემცვლელად განიხილავდა, მაგრამ თავად ფორვარდმა თქვა უარი. ამბობენ, რომ ლუკმენი „ინტერში’’ გადასვლასთან იყო თუ ჯერ კიდევ არის ახლოს.

რასპადორი, „სასუოლოს’’ ყოფილი ფეხბურთელი, „ატლეტიკომ’’ 22 მილიონ ევროდ იყიდა, რასაც წარმატების შემთხვევაში კიდევ 4 მილიონი დაემატება. რა ჩაითვლება წარმატებად? მაგალითად, ლა ლიგაში კარგად გამოსვლა და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა, რაც შედარებით იოლი შესასრულებელია ანდა იმავე შეჯიბრების მეოთხედფინალში გასვლა, რის გაკეთებაც უფრო ძნელი საქმეა.

ერთი სიტყვით, ყველა დეტალი შეთანხმებულია და კონტრაქიც გაფორმდა: ჯაკომო რასპადორი „ატლეტიკოს’’ ახალი ფეხბურთელია. მას მოედანზე სავარაუდოდ 17 აგვისტოს „ესპანიოლთან’’ შეხვედრაშივე ვიხილავთ.

„ნაპოლიში’’ რასპადორიმ სამი წელიწადი გაატარა, 18 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გადააწოდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.