ამერიკის ღია პირველობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა და ორივე ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს დაემშვიდობა. ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰუესლერს გაეჯიბრა და 6:7; 5:7 დამარცხდა. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი გაცვალეს, ტაი ბრეიკზე კი შვეიცარიელი უკეთესი იყო. თანაბარი ბრძოლა მიდიოდა მეორე სეტში, მაგრამ მანამდე, სანამ ანგარიში 5:5 იყო. შემდეგ ისევ ჰუესლერმა იყოჩაღა, ზედიზედ ორი გემი და [...]
ჭდე: ეკატერინე გორგოძე
გორგოძემ ძირითადი ვერ გაიარა
მაიამის მასტერსის (საპრიზო ფონდი 8 584 055 დოლარი) პირველივე რაუნდში ეკატერინე გორგოძე უკრაინელ ანჰელინა კალინინას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 2:6; 6:3; 3:6. მატჩი 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე ჩოგბურთელი მეტოქის ჩაწოდებაზე უკეთ თამაშობდა, ვიდრე – საკუთარზე. თუმცა, 25 წლის უკრაინელმა 5 წლით უფროს მეტოქეზე გაცილებით ნაკლები შეცდომა [...]
გოგონებმა უიმბლდონი დატოვეს
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა. კვალიფიკაციის პირველ წრეში ბრიტანელ ევა შოუსთან (6:2, 6:2) გამარჯვების შემდეგ, ჩვენებური ამერიკელი კრისტი ანისთან დამარცხდა – 2:6, 3:6. შეგახსენებთ, რომ ტურნირს უფრო ადრე მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა, ვინაც საკვალიფიკაციოს პირველ წრეში რუს ვარვარა ფლინკთან წააგო – 4:6, 6:2, 4:6. შედეგად, უიმბლდონის გათამაშებას 2 ქართველი ჩოგბურთელი შემორჩა: [...]
გორგოძემ ძირითადი ვეღარ გაიარა
ეკატერინე გორგოძე როლან გაროსს პირველივე წრეში დაემშვიდობა. ეკომ კარგად გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ძირთად ბადეში დანიელ კლარა ტაუსონს გადაეყარა. გორგოძემ იომა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერს გახდა – 4:6; 2:6. პირველ სეტში თამაში თანაბრად მიმდინარეობდა და მეტოქეები 4:4-მდე მივიდნენ. შემდეგ დანიელმა ჯერ თავისი მოწოდება წაიღო, მეორე გორგოძესაც წაართვა და სეტი სათავისოდ დაამთავრა. მეორე სეტი ეკომ ბრეიკით [...]
პარიზში მეტოქეები გაირკვა
„როლან გაროსის“ ძირითად ბადეში პირველად გასული ეკატერინე გორგოძე პირველ წრეში დანიელ კლარა ტაუსონს გაეჯიბრება. 29 წლის გორგოძე WTA-ს რეიტინგში 222-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო 18 წლის სკანდინავიელი მეტოქე – 90-ზე. გორგოძე და ტაუსონი ერთმანეთს გასულ წელს შეხვედრიან და დანიელმა 7:6; 6:3 მოიგო. თუ ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობის მე-2 წრეში გავა, მე-15 ნომრად განთესილ ბელარუს ვიკტორია [...]
გოგონებმა მოლდოვას მშრალზე მოუგეს
ჰელსინკიში მიმდინარე ფედერაციის თასის გათამაშების პირველ დღეს საქართველოს ქალთა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა. მომდევნო დაპირისპირება ქართველ ჩოგბურთელებს ტუნისთან ელოდათ, თუმც ორგანიზატორებმა რატომღაც განრიგი შეცვალეს და ჩვენი გუნდი ჯგუფის აუტსაიდერ მოლდოვას გააჯიბრეს. საქართველომ მეტოქეს მარტივად – 3:0 მოუგო. საქართველოს პირველმა და მსოფლიო 205-ე ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ იანა ტიშენკოს ისეთი გაკვეთილი ჩაუტარა, ვგონებთ მოლდოველი მეჩოგნე პროფესიის შეცვლაზე სერიოზულად [...]
პირველი მოგებულია, რიგში ტუნისია
პირველ ჯგუფში აღზევებისკენ, პირველი ნაბიჯი გადადგმულია. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩოგბურთში ისრაელის სძლია და ჯგუფში ტუნისთან ერთად გალიდერდა. ეს, კი ფედერაციის თასის გათამაშებაში მოხდა, რომელიც ჰელსინკიში 4 თებერვალს დაიწყო. ფინეთის დედაქალაქში დაწყებულ ამ პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე საქართველოს მთავარი მიზანი, რომელსაც მაკა ჩახნაშვილი კაპიტნობს, ზედა დივიზიონში გადასვლაა და საამისოდ სასტარტო მატჩში გამარჯვება უმნიშვნელოვანესი გახლდათ. სიმართლე ითქვას, ქართველი [...]
გოგონები ჰელსინკიში
დასრულდა ავსტრალიის ღია პირველობა. ქომაგმა ნოვაკ ჯოკოვიჩის მერვე ტრიუმფი იხილა, ხოლო ქალებში საჩოგბურთო სამყაროს სიურპრიზი 21 წლის ამერიკელმა სოფია კენინმა შესთავაზა. მელბურნის ციებ-ცხელები შემდეგ კი სანაკრებო ბატალიების დრო დადგა, ოღონდ ქალთა შორის, თორემ ვაჟებში დევისის თასის გამარჯვებული, რომელიც ამიერიდან უკვე განახლებული ფორმატით იმართება, ესპანეთის ნაკრები რომ გახდა კარგად გემახსოვრებათ. ფედერაციის თასზე, მსოფლიო ჯგუფის ფლეი ოფში [...]
მელბურნში ბასილაშვილს სუნი დახვდება
ჩოგბურთის ქომაგებi სულ მალე 14-დღიან ნირვანაში გადაეშვებიან. 20 იანვარს, მისი უდიდებულესობა ავსტრალიის ღია პირველობა იწყება. წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის, ალბათ, თავისებურად ემზადებიან სამეფო სპორტის ქართველი გულშემატკივრებიც. მიზეზს კი ახსნა არ უნდა ჭირდებოდეს. სწორება ნიკოლოზ ბასილაშვილზეა, რომელიც ერთადერთი იქნება შორეულ ავსტრალიაში საქართველოს რომ წარადგენს, რადგან ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს. ჩვენებური, [...]
მელბურნი უკან დარჩა…
ვეღარ გაიმეორა. შარშანდელი ამერიკული ზღაპარი ავსტრალიაში ოცნებად დარჩა. მარიამ ბოლქვაძეზე მოგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე, რომელზეც თებერვლის დასაწყისში, ტალინში გასამართ ფედერაციის თასზე ბევრი იქნება დამოკიდებული და ვიმედოვნებთ, რომ ეროვნულ გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს. ხოლო მანამდე იყო მელბურნი და წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, სადაც ჩვენებური მეჩოგნე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და სამწუხაროდ ყველაფერი მალევე დასრულდა. ახალგაზრდა [...]









