პირველ ჯგუფში აღზევებისკენ, პირველი ნაბიჯი გადადგმულია. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩოგბურთში ისრაელის სძლია და ჯგუფში ტუნისთან ერთად გალიდერდა.
ეს, კი ფედერაციის თასის გათამაშებაში მოხდა, რომელიც ჰელსინკიში 4 თებერვალს დაიწყო. ფინეთის დედაქალაქში დაწყებულ ამ პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე საქართველოს მთავარი მიზანი, რომელსაც მაკა ჩახნაშვილი კაპიტნობს, ზედა დივიზიონში გადასვლაა და საამისოდ სასტარტო მატჩში გამარჯვება უმნიშვნელოვანესი გახლდათ.
სიმართლე ითქვას, ქართველი ჩოგბურთელები არა მხოლოდ „ა“ ჯგუფში, ზოგადად მეორე დივიზიობის ფავორიტებად ითვლებიან და თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, წესით ფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ, რაც უკვე ავტომატურად იძლევა შედარებით მაღალი ეშელონის გუნდებში დამკვიდრების საშუალებას.
ისრაელთან დაპირისპირებაში კი ყველაფერი ეკატერინე გორგოძის და მარიამ ბოლქვაძის გამარჯვებებმა გადაწყვიტა. პირველმა ლინა გლუშკოს აჯობა (6:3, 4:6, 6:4), ხოლო მეორემ ვლადა კატიჩს (7:6, 6:1). წყვილთა შორის მატჩი უკვე ფორმალობად იქცა, სადაც კალაშნიკოვა-გორგოძის დუეტმა გლუშკო-კიმჩისთან – 6:4, 5:7, 3:6 წააგო.
მომდევნო მატჩს, ქართველი ჩოგბურთელები 5 თებერვალდ ტუნისთან გამართავენ, რომლის შედეგიც გადაწყვეტს ჯგუფში პირველი ადგილის ბედს.
ავტორის პროფილი
- ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/03/2020 | 12:39თქვენ რა გესმით ფეხბურთის…
კატეგორიის გარეშე01/03/2020 | 13:14აკაპულკო, დუბაი, დოჰა…
აქეთურ-იქითური29/02/2020 | 18:15თუ დასცალდა ლივერპულს…
კატეგორიის გარეშე29/02/2020 | 17:39დერბი იტალია გადაიდო… სხვები მიჰყვა
