ჭდე: მარიამ ბოლქვაძე

Home მარიამ ბოლქვაძე
ბოლქვაძემ პირველი გაიარა
ჩანაწერი

ბოლქვაძემ პირველი გაიარა

მარიამ ბოლქვაძე „უიმბლდონზე“ გზას აგრზელებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის მოგების შემდეგ ძირითადი ბადის პირველი ეტაპიც გაიარა – მარიამმა ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი 6:2; 4:6; 6:4 დაამარცხა. ძალიან დამაინტრიგებელი მატჩი იყო, ბევრი ბრეიკით… ბოლქვაძემ პირველ სეტში ერთის სანაცვლოდ სამი ბრეიკი გაახერხა და 1:0 დაწინაურდა; მარიამმა მეორე სეტში ორჯერ წაართვა მეტოქეს ჩაწოდება, მაგრამ ავსტრალიელმა ეს ოთხჯერ მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა;...

უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
ჩანაწერი

უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა

„უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი ჩოგბურთელი შემოგვრჩა – მარიამ ბოლქვაძე. ჩვენიანმა მეორე წრეში იაპონელ ჰაიუ კინოშიტას 6:3; 6:2 მოუგო და ახლა ძირითად ბადეში გასასვლელად ერთი გამარჯვება სჭირდება. პირველ სეტში ბოლქვაძემ მეტოქე სამჯერ დააბრეიკა, ხოლო საკუთარი ჩაწოდება ერთხელ დათმო და დამაჯერებლად მოიგო. ბოლქვაძე კიდევ უფრო უკეთესი იყო მეორეში – მარიამი 5:1 დაწინაურდა, რის შემდეგ მატჩის მოგება უკვე...

ბასილაშვილს ბოლქვაძე შეუერთდა
ჩანაწერი

ბასილაშვილს ბოლქვაძე შეუერთდა

„უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში უკვე ორი ქართველი გვყავს. გუშინ გასულ ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს მარიამ ბოლქვაძე შეუერთდა. ბოლქვაძის მეტოქე 39 წლის ვარვარა ლეპჩენკო იყო, რომელიც ჩვენიანმა 7:5; 6:4 დაამარცხა. მარიამს მაინცდამაინც არ უწვალია. პირველ სეტში მეტოქეს ბრეიკი მე-11 გეიმში აართვა და მერე საკუთარიც ჩაწოდებაც აიღო. მეორე სეტიც ჩვენეიანის ბრეიკით დაიწყო, მაგრამ უზბეკეთში დაბადებულმა ამერიკელმა მალევე...

ნიკამ მოიგო, საბამ წააგო, მარიამმა გაიგო…
ჩანაწერი

ნიკამ მოიგო, საბამ წააგო, მარიამმა გაიგო…

დაიწყო „უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც სამი ჩვენიანიდან ორმა უკვე ითამაშა, ერთიც საქმეში ხვალ ჩაერთვება. ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა. 33 წლის ჩოგბურთელმა საწყის მატჩში ესპანელ პაბლო ლამას რუისს 6:3; 4:6; 6:3 აჯობა. მეორე რაუნდში ნიკას მეტოქე 21 წლის ჰონგ კონგელი ჩაკ ლამ კოლმან ვონგი იქნება, ვინაც ესპანელ პოლ მარტინ ტიფონს სძლია – 6:3, 6:4. საბა...

ბასილაშვილი დარჩა, ბოლქვაძე გავარდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი დარჩა, ბოლქვაძე გავარდა

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპს ერთი ქართველი შემორჩა – ნიკოლოზ ბასილაშვილი. 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნეიტრალური სტატუსის მქონე რუს ალიბეკ კაჩმაზოვს 7:5; 6:4 მოუგო და ახლა, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად იტალიელ ფრანჩესკო პასაროს დაუპირისპირდება. ბასილაშვილი-კაჩმაზოვის მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. ჩვენებურმა ცუდად დაიწყო და 0:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ თამაში გამოასწორა...

ავსტრალია ჩვენებმა მოგებებით დაიწყეს
ჩანაწერი

ავსტრალია ჩვენებმა მოგებებით დაიწყეს

  2025 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება – ორივე წარმატებით. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში მარიამ ბოლქვაძემ ხორვატი ანტონია რუჯიჩი დაამარცხა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილმა – მასპინძელი კრუზ ჰიუიტი. ლეგენდარული ლეიტონ ჰიუიტის შვილი 16 წლის არის და 1 263-ე ჩოგანია. ჩვენებური მეტოქესთან ფავორიტი იყო და მარტივადაც იმარჯვა – 6:1,...

ბოლქვაძე ნურ-სულთანში პირველია
ჩანაწერი

ბოლქვაძე ნურ-სულთანში პირველია

მარიამ ბოლქვაძემ ნურ-სულთანის ITF-ის W60 კატეგორიის ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში მან რუს ვალერია სავინიხს სძლია 4:6 6:3 6:2 და კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. დასაწყისში ჩვენიანი ყოჩაღობდა და 2:0 დაწინაურდა კიდეც, თუმც რუსმა ჩოგბურთელმა  წონასწორობა მალევე აღადგინა 2:2. სეტის ბოლოსკენ, ვალერიამ კონცენტრაცია შეინარჩუნა და ზედიზედ 2 გეიმის მოგებით სეტიც სათავისოდ დაიტოვა 6:4. მეორე პარტიაში ბოლქვაძემ ერთხელ შეძლო...

გოგონებმა უიმბლდონი დატოვეს
ჩანაწერი

გოგონებმა უიმბლდონი დატოვეს

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა. კვალიფიკაციის პირველ წრეში ბრიტანელ ევა შოუსთან (6:2, 6:2) გამარჯვების შემდეგ, ჩვენებური ამერიკელი კრისტი ანისთან დამარცხდა – 2:6, 3:6. შეგახსენებთ, რომ ტურნირს უფრო ადრე მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა, ვინაც საკვალიფიკაციოს პირველ წრეში რუს ვარვარა ფლინკთან წააგო – 4:6, 6:2, 4:6. შედეგად, უიმბლდონის გათამაშებას 2 ქართველი ჩოგბურთელი შემორჩა:...

ბოლქვაძემ როლან გაროსი მოგებით დაიწყო
ჩანაწერი

ბოლქვაძემ როლან გაროსი მოგებით დაიწყო

საფრანგეთის დედაქალაქი „როლან გაროსის“ მოლოდინშია. „დიდი სლემის“ ტურნირის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს, მაგრამ მანამდე საქმეში მარიამ ბოლქვაძე ჩაერთო ჩვენებურმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ნახევარფინალშიც გავიდა. ბოლქვაძეს (220-ე ჩოგანი) მეტოქედ 225-ე ჩოგანი უკრაინელი კატერინა ბონდარენკო ჰყავდა. ჩვენებურმა ორ სეტში – 6:4, 6:3 იმარჯვა. მატჩი 1 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. კვალიფიკაციის ნახევარფინალში ბოლქვაძე ვერა...

ბოლქვაძემ მარგარიტასთან დათმო
ჩანაწერი

ბოლქვაძემ მარგარიტასთან დათმო

მარიამ ბოლქვაძის (192-ე ჩოგანი) მაქსიმუმი ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრე გამოდგა. ჩვენებურმა ინდოელი კარმან ტანდის დამარცხების შემდეგ ვერაფერი გააწყო 25 წლის რუს მარგარიტ გასპარიანთან (125) და 3:6, 6:7 წააგო. ბოლქვაძემ პირველ სეტში ერთადერთი მოწოდება დათმო, თავად კი ვერ დააბრეიკა, რაც მეტოქისთვის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. ბოლქვაძემ მე-2 სეტში კი იბრძოლა, მატჩ პოინტიც გადაარჩინა და...