ჭდე: მარიამ ბოლქვაძე

Home მარიამ ბოლქვაძე
ბოლქვაძემ ავსტრალია მოგებით დაიწყო
ჩანაწერი

ბოლქვაძემ ავსტრალია მოგებით დაიწყო

ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. პირველი წრე გაიარა ქართველმა მარიამ ბოლქვაძემ (192-ე ჩოგანი), რომელმაც ინდოელი კარმან ტანდის (626) დამარცხება 2 სეტში, 7:6 7:6 შეძლო. მარიამმა რთული ბრძოლა გადაიტანა. პირველ სეტში 5:4 დაწინაურდა და თავადვე აწვდიდა, მაგრამ ინდოელმა ბრეიკით შანსი დაიტოვა. საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც არანაკლები დრამა გათამაშდა: საკუთარი საწყისი ცხრა მოწოდება ვერცერთმა ჩოგბურთელმა...

ჩანაწერი

საქართველომ მოიგო, გვერდით ელიტაა

საქართველოს კვლავ იმ მარაქაშია, საიდანაც ელიტა უფრო ახლოა. ქალთა საჩოგბურთო ნაკრებმა  ჰელსინკიში დასრულებული ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები ერთი ამოსუნთქვით და დაუმარცხებლად განვლო. ეკატერინე გორგოძემ, მარიამ ბოლქვაძემ, ოქსანა კალაშნიკოვამ, ზოია ქარდავამ და მარიამ დალაქიშვილმა მაკა ჩახნაშვილის კაპიტნობით ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და პირველ დივიზიონში აღზევდა, იქ სადაც დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა და შარშან...

ტუნისიც, დარჩა ფინეთი
ჩანაწერი

ტუნისიც, დარჩა ფინეთი

ჰელსინკიში, ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში საქართველოს ქალთა საჩოგბურთო ნაკრები ასპარეზობას დაუმარცხებლად აგრძელებს და იმედია ტურნირის ბოლომდე ასე იქნება. ჩვენებურთა მთავარი მიზანი პირველ დივიზიონში აღზევებაა, საამისოდ კი მათ პროგრამა მინიმუმი ორი ტურის შემდეგ უკვე შესრულებული ჰქონდათ, როდესაც ისრაელის და მოლდოვის  დამარცხებით ნახევარფინალის საგზური დაიბევეს. დამაკმაყოფილებელი სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ტუნისთან ჯგუფის დასკვით დაპირისპირებას მაინც დიდი...

გოგონებმა მოლდოვას მშრალზე მოუგეს
ჩანაწერი

გოგონებმა მოლდოვას მშრალზე მოუგეს

ჰელსინკიში მიმდინარე ფედერაციის თასის  გათამაშების პირველ დღეს საქართველოს ქალთა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა. მომდევნო დაპირისპირება ქართველ ჩოგბურთელებს ტუნისთან ელოდათ, თუმც ორგანიზატორებმა რატომღაც განრიგი შეცვალეს და ჩვენი გუნდი ჯგუფის აუტსაიდერ მოლდოვას გააჯიბრეს. საქართველომ მეტოქეს მარტივად – 3:0 მოუგო. საქართველოს პირველმა და მსოფლიო 205-ე ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ იანა ტიშენკოს ისეთი გაკვეთილი ჩაუტარა, ვგონებთ მოლდოველი მეჩოგნე პროფესიის შეცვლაზე სერიოზულად...

პირველი მოგებულია, რიგში ტუნისია
ჩანაწერი

პირველი მოგებულია, რიგში ტუნისია

პირველ ჯგუფში აღზევებისკენ, პირველი ნაბიჯი გადადგმულია. საქართველოს ქალთა  ნაკრებმა ჩოგბურთში ისრაელის სძლია და ჯგუფში ტუნისთან ერთად გალიდერდა. ეს, კი ფედერაციის თასის გათამაშებაში მოხდა, რომელიც ჰელსინკიში 4 თებერვალს დაიწყო. ფინეთის დედაქალაქში დაწყებულ ამ პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე საქართველოს მთავარი მიზანი, რომელსაც მაკა ჩახნაშვილი კაპიტნობს, ზედა დივიზიონში გადასვლაა და საამისოდ სასტარტო მატჩში გამარჯვება უმნიშვნელოვანესი გახლდათ. სიმართლე ითქვას, ქართველი...

გოგონები ჰელსინკიში
ჩანაწერი

გოგონები ჰელსინკიში

დასრულდა ავსტრალიის ღია პირველობა. ქომაგმა ნოვაკ ჯოკოვიჩის მერვე ტრიუმფი იხილა, ხოლო ქალებში საჩოგბურთო სამყაროს სიურპრიზი 21 წლის ამერიკელმა სოფია კენინმა შესთავაზა. მელბურნის ციებ-ცხელები შემდეგ კი სანაკრებო ბატალიების დრო დადგა, ოღონდ ქალთა შორის, თორემ ვაჟებში დევისის თასის გამარჯვებული, რომელიც ამიერიდან უკვე განახლებული ფორმატით იმართება, ესპანეთის ნაკრები რომ გახდა კარგად გემახსოვრებათ. ფედერაციის თასზე, მსოფლიო ჯგუფის ფლეი ოფში...

მელბურნში ბასილაშვილს სუნი დახვდება
ჩანაწერი

მელბურნში ბასილაშვილს სუნი დახვდება

ჩოგბურთის ქომაგებi სულ მალე 14-დღიან ნირვანაში გადაეშვებიან. 20 იანვარს, მისი უდიდებულესობა ავსტრალიის ღია პირველობა იწყება. წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის, ალბათ, თავისებურად ემზადებიან სამეფო სპორტის ქართველი გულშემატკივრებიც. მიზეზს კი ახსნა არ უნდა ჭირდებოდეს. სწორება ნიკოლოზ ბასილაშვილზეა, რომელიც ერთადერთი იქნება შორეულ ავსტრალიაში საქართველოს რომ წარადგენს, რადგან ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს. ჩვენებური,...

მელბურნი უკან დარჩა…
ჩანაწერი

მელბურნი უკან დარჩა…

ვეღარ გაიმეორა. შარშანდელი ამერიკული ზღაპარი ავსტრალიაში ოცნებად დარჩა. მარიამ ბოლქვაძეზე მოგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე, რომელზეც თებერვლის დასაწყისში, ტალინში გასამართ ფედერაციის თასზე ბევრი იქნება დამოკიდებული და ვიმედოვნებთ, რომ ეროვნულ გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს. ხოლო მანამდე იყო მელბურნი და წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, სადაც ჩვენებური მეჩოგნე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და სამწუხაროდ ყველაფერი მალევე დასრულდა. ახალგაზრდა...