„უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი ჩოგბურთელი შემოგვრჩა – მარიამ ბოლქვაძე. ჩვენიანმა მეორე წრეში იაპონელ ჰაიუ კინოშიტას 6:3; 6:2 მოუგო და ახლა ძირითად ბადეში გასასვლელად ერთი გამარჯვება სჭირდება.
პირველ სეტში ბოლქვაძემ მეტოქე სამჯერ დააბრეიკა, ხოლო საკუთარი ჩაწოდება ერთხელ დათმო და დამაჯერებლად მოიგო. ბოლქვაძე კიდევ უფრო უკეთესი იყო მეორეში – მარიამი 5:1 დაწინაურდა, რის შემდეგ მატჩის მოგება უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ბოლქვაძის მეტოქე ბელგიელი ჟელინ ვანდრომე იქნება.
ტურნირს გამოეთიშა ეკო გორგოძე, რომელიც ფრანგ ლოლიტა ჟანჟანთან 3:6; 2:6 დამარცხდა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მარტივად წააგო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
