„სანი“ წერს, რომ დევიდ ბექემმა ყველა ინგლისელი ფანის ემოცია გამოხატა. ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი ბოსტონში განასთან უგოლო და უღიმღამო ფრეს დაესწრო, ფოტოგრაფებმა კი მას სურათები გადაუღეს. ამ სურათებზე აღბეჭდილია ყველა ის ემოცია, რომელმაც შეხვედრის მსვლელობისას მილიონობით ინგლისელი გულშემატკივარი მოიცვა.
„სანი“ წერს, რომ თავიდან ბექემი ფართედ იღიმოდა და ხალხს ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა. პირველ ტურში ხორვატიასთან მოგებული 4:2-ის შემდეგ ის ყველა სხვა ინგლისელის მსგავსად დარწმუნებული იყო, რომ მისი ქვეყნის ეროვნული გუნდი მსოფლიოს დასაპყრობად მზად იყო, მაგრამ თომას ტუხელის ბიჭებმა იმედი გააცრუეს. ჰარი კეინს, რომელსაც ქება-დიდება არ აკლია, ჩინებული მომენტი ჰქონდა, მაგრამ „ბაიერნის“ ფორვარდმა ახლოდან ააცილა მიზანს. მანამდე ნიკო ო’რეილიმ თავით ძელს გაარტყა ბურთი.
ვერაფრით გამოიჩინა თავი „რეალის“ ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმაც. შესვენებისას მან განას სათადარიგოთა სკამთან გაწევ-გამოწევაც მოასწრო.
ინგლისი შაბათს ნიუ იორკში პანამას ხვდება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
სიახლეები22/10/2026 | 07:44დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
მთავარი ამბავი22/10/2026 | 06:49კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 12:04რატომ გაიზარდა გოლების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაში?
