ჭდე: გია გეგუჩაძე

Home გია გეგუჩაძე
ნემანია ბათუმში…
ჩანაწერი

ნემანია ბათუმში…

„ბათუმი“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის გაძლიერრებას განაგრძობს. მომავალ სეზონში გუნდში ითამაშებენ ახალწვეულები – გიორგი კვერნაძე, ლუკა ზარანდია, თორნიკე კაპანაძე. მუხრან ბაგრატიონი, ალექსანდრ იაკობსენი, სტეფან ჰაიდინი, ანტონ ჩიჩკანი. თუმც, აჭარული კლუბი ამ ტრანსფერებზე გაჩერებას არ აპირებს – გუნდმა კონტრაქტი გააფორმა  26 წლის სერბი ცენტრალურ მცველ ნემანია ლუბისავლიევიჩთან. ის ბათუმში ერთ სეზონს გაატარებს რამდენიმე წელიწადს დარჩენის პერსპექტივით....

გეგუჩაძე და ახალწვეულები…
ჩანაწერი

გეგუჩაძე და ახალწვეულები…

გია გეგუჩაძე „ბათუმში“ მუშობას აგრძელებს. კლუბმა მწვრთნელთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გეგუჩაძე სხვადასხვა დროს წვრთნიდა თბილისის „დინამოს“, რუსთავის „გორდას“, ქუთაისის „ტორპედოს“, „ზესტაფონს“, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს. 57 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ბათუმი“ პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი (2021), სამჯერ იყო ვიცე-ჩემპიონი (2019, 2020, 2022) და ერთხელაც საქართველოს სუპერთასის მფლობელი (2022). წლეულს გუნდში რამდენიმე ახალწყვეულია – ბათუმელებმა „თელავიდან“ დაიმატეს...

ერთი ტური და ერთი ქულა
ჩანაწერი

ერთი ტური და ერთი ქულა

ეროვნული ლიგის ბოლოსწინა, 35-ე ტურმა, კიდევ უფრო დაძაბა სატურნირო მდგომარეობა. „ბათუმმა“ „გაგრას“ სტუმრად 4:1 მოუგო (ბათუმელმა ჯამბულ ჯიღაურმა დუბლი შეასრულა) , „დინამო“ კი „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ ბოლოს ქულა გადაარჩინა, ულად-ომარ იმრანის გამათანაბრებელი გოლი შეიძლება საჩემპიონოც გამოდგეს. ახლა თბილისელები ბათუმელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ და ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა. ისე, როგორც შარშან. ერთი წლის წინათ ზღვისპირელებმა...

პირველად ვარ-ი და დინამო
ჩანაწერი

პირველად ვარ-ი და დინამო

29-ე ტურში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ: ფიფას ეგიდით, საქართველოს ჩემპიონატში პირველად გამოიყენეს ვიდეოასისტენტრეფერის სერვისი – VAR. ვარ-მა ლიდერთა მატჩში („დინამო“ – „ბათუმი“) იმუშავა და შეხვედრის მსვლელობაზეც მოახდინა გავლენა. 79-ე წუთზე, მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა, განელი ოსეი ბარნსი სწორედ ჩვენთვის ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ გააძევა. ლიდერი დინამო ლიდერთა მატჩში...

ხედვების ამბავი…
ჩანაწერი

ხედვების ამბავი…

„ბათუმის“ მეკარე ლაზარე კუპატაძეს კლუბი დაატოვებინეს. კონკრეტული მიზეზი არ თქმულა, თუმც რა ძნელი მისახვედრია, „ბათუმიდან“ მისი გაშვება ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანთან“ წაგებას და 26 წლის მეკარის უხეშ შეცდომას უკავშირდება. ასეთი რამ კი მხოლოდ საქართველოში უნდა მოხდეს –  გუნდისთვის აქამდე შეუცვლელი მეკარე ერთი შეცდომის გამო დაითხოვეს. მომხდარი ფაქტის შემდეგ „სარბიელი“ თავად ლაზარეს შეეხმიანა: –...

ვაისმა ბათუმი შეგვიქო…
ჩანაწერი

ვაისმა ბათუმი შეგვიქო…

„იმ უიღბლობის შემდეგ, რაც მე და ქართულ ფეხბურთს შეგვემთხვა, საქართველოში პირველად ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა, ჩემი სიყვარული კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ“, – როგორ ფიქრობთ, ვისი სიტყვებია? დიახ, ვლადიმირ ვაისის, ვისი ხელმძღვანელობითაც საქართველომ თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო და ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა. წააგო, სწორედ მწვრთნელის უაზრო გადაწყვეტილებები გამო და აგერ, ახლა ამბობს, რომ „უიღბლობა, რაც...

პირველად 19 მატჩის შემდეგ…
ჩანაწერი

პირველად 19 მატჩის შემდეგ…

გადაიარა სანაკრებო ციებ-ცხელებამ და ისევ ეროვნული ჩემპიონატის დრო დადგა. ნანაკრებევს მე-17 ტური გაიმართა. მეტი ამბიცია „სამგურალმა“ „დინამოს“ მოუგო (2:1) და ეს აღარავის გაკვირვებია. წყალტუბოელები მეორე წელიწადია ელიტაში არიან და „დინამოს“ ისინი  ჯერ ვერ დაუმარცხებია. ამას უხერხული მეტოქეობაც აღარ ჰქვია. წყალტუბოელებმა მიჯრით მე-10 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს (7 მოგება, 3 ფრე), „დინამოს“ ცხრილში ადგილი გაუცვალეს და პირველად...

ბათუმური 7
ჩანაწერი

ბათუმური 7

წინა ტურის მიმოხილვისას დავწერეთ, რომ ჯამში მხოლოდ 7 გოლი გავიდა და ანტირეკორდი დამყარდა. ამჯერადაც ვერ იყო საქმე კარგად, 4 მატჩში სულ სამი ბურთი გასულიყო. მაგრამ ეწვია „ლოკომოტივი“ „ბათუმს“ და 9 გოლი გავიდა. 7 მასპინძლებმა გაიტანეს, ორიც სტუმრებმა. გოლები ყველა გემოვნებისთვის მასპინძელთაგან დუბლი მიითვალეს ჯაბა ჯიღაურმა და ზურიკო დავითაშვილმა. ზურიკოსთვის ეს სულაც „ბათუმის“ მაისურით გატანილი პირველი...

არ არის დაცვა, არ არის გოლი…
ჩანაწერი

არ არის დაცვა, არ არის გოლი…

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მეტოქეებმა ერთმანეთს მხოლოდ 7 გოლი გაუტანეს (აქამდე ყველაზე მწირგოლიანი მესამე ტური გახლდათ – 8 გოლი). არადა, წინა, მე-12 ტურში უხვგოლიანობის რეკორდი დამყარდა – 25 . სხვა ბათუმი „საბურთალომ“ ლიდერ „ბათუმს“ რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა, რადგან მის საშინაო არენაზე, „მიხეილ მესხზე“ 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თუმცა...

ხალხი სტადიონზე, გოლები – წვიმაში
ჩანაწერი

ხალხი სტადიონზე, გოლები – წვიმაში

ბოლო დღეებში საქართველოში გვარიანად წვიმდა და ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეებმაც ამინდს სოლიდარობა გამოუცხადეს – გოლების წვიმა მოაწყვეს. ჯამში მე -12 ტურში 25 ბურთი გავიდა, რაც სეზონის რეკორდია. ღია კარის დღე ბოლნისში ტური წლეულს ყველაზე უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა. „დინამო“ ბოლნისში „სიონს“ ესტუმრა. მეტოქეებმა ერთმანეთს 10 ბურთი გაუტანეს. ჩასულებმა 3:7 გაიმარჯვეს. დინამოელებს დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე დაუბრუნდა,...