„ბათუმის“ მეკარე ლაზარე კუპატაძეს კლუბი დაატოვებინეს. კონკრეტული მიზეზი არ თქმულა, თუმც რა ძნელი მისახვედრია, „ბათუმიდან“ მისი გაშვება ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანთან“ წაგებას და 26 წლის მეკარის უხეშ შეცდომას უკავშირდება. ასეთი რამ კი მხოლოდ საქართველოში უნდა მოხდეს – გუნდისთვის აქამდე შეუცვლელი მეკარე ერთი შეცდომის გამო დაითხოვეს.
მომხდარი ფაქტის შემდეგ „სარბიელი“ თავად ლაზარეს შეეხმიანა:
– ვარჯიშზე გია გეგუჩაძეს შევხვდი. მან პირდაპირ მითხრა, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს აღარ ემთხვევა და უკეთესი იქნებოდა გუნდს თუ დავტოვებდი. მოკლედ, წამოვედი ბათუმიდან, თუმც გია გეგუჩაძესთან, სპორტულ დირექტორ ლადო დვალიშვილთან და არჩილ ბერიძესთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ…
– კონტრაქტით კიდევ რამდენი ხანი უნდა დარჩენილიყავი ბათუმში?
– კიდევ წელიწადნახევარი.
– ჩვენი ხედვები ერთმანეთისას აღარ ემთხვევაო, ასე უთქვამს გეგუჩაძეს. აქამდე თუ ემთხვეოდა თქვენი ხედვები და ახლა რა შეიცვალა?
– ვერაფერს გეტყვით. ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს…
– არ ფიქრობ, რომ გუნდიდან შენი გაშვება „სლოვანთან“ მატჩის ბოლოს დაშვებული შეცდომის გამოძახილია?
– მე გითხარით ფაქტი, რაც მოხდა და რის შემდეგაც მომიწია გუნდის დატოვება. რაც შეეხება „სლოვანთან“ წაგებას და იმ მიღებულ გოლს, ცხადია, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
