„ბათუმის“ მეკარე ლაზარე კუპატაძეს კლუბი დაატოვებინეს. კონკრეტული მიზეზი არ თქმულა, თუმც რა ძნელი მისახვედრია, „ბათუმიდან“ მისი გაშვება ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანთან“ წაგებას და 26 წლის მეკარის უხეშ შეცდომას უკავშირდება. ასეთი რამ კი მხოლოდ საქართველოში უნდა მოხდეს – გუნდისთვის აქამდე შეუცვლელი მეკარე ერთი შეცდომის გამო დაითხოვეს. მომხდარი ფაქტის შემდეგ „სარბიელი“ თავად ლაზარეს შეეხმიანა: –...
ჭდე: ლადო დვალიშვილი
როგორ გაიყიდება ხვიჩა ?
ხვიჩა კვარაცხელიამ „ბათუმის“ მაისურით პირველი მატჩი უკვე ჩაატარა. ხოლო კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ფრიად საინტერესო რამ თქვა – ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ჩვენთან ორწლიანი გააფორმაო. თავისთავად, ამბავი საინტერესოა, რადგანაც აქამდე „რუბინთან“ მხოლოდ კონტრაქტის შეჩერებაზე იყო ცნობა, ახლა კი… დვალიშვილის სიტყვების მერე რუსული კლუბის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ „რუბინმა“ ხვიჩასთან კონტრაქტი გაწყვიტა, ზედ...
მადლობა და მშვიდობით, ლეგენდავ!
„ძალიან დაგვწყვიტე გული. მადლობა, ლეგენდავ! შენ მუდამ იყავი და ისევ დარჩები ჩვენთან” – ეს სიტყვები ოლიმპიურ ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს ეკუთვნის. დღეს 74 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა. ლადო ხინჩეგაშვილი ერთადერთი არაა, ვინც ბატონმა ნუგზარმა დააფრთიანა – ის ხომ სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელიც იყო. ნუგზარ სხირელზე ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა...
მთავარია ინტრიგა
სეზონის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, ეროვნულ ლიგაში მოულოდნელად სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ბათუმმა“ „სამტრედიას“ 93-ე წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი. თავი საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ლადო დვალიშვილმა გამოიჩინა. ეს ლადოს პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში. „დინამომ“ კი უცაბედად „ჩიხურასთან“ წააგო (0:2) და ზღვისპირელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დაუტოვა. აქამდე საჩხერელებს მხოლოდ ორჯერ მოეგოთ და ორივეჯერ აუტსაიდერ „მერანთან.“ ახლა...
დვალიშვილის გოლი და პასი დინამოს და საბურთალოს გარეშე
უქმეებზე, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. „დილამ“ გამძვინვარებულ „ლოკომოტივს“ ვერაფერი მოუხერხა და შინ 0:1 დამარცხდა. გამძვინვარებულიო ვთქვით, რადგანაც ბოლო დროს მოყოჩაღებულმა რკინიგზელებმა გასულ ტურში „დინამოსთან“ 0:6 წააგეს და ქომაგების თვალში რეაბილიტაცია ჭირდებოდათ. გორში ერთადერთი გოლი დათო ჯიქიამ გაიტანა ბოლო წუთზე. იმავე დღის გვიან მატჩში კი ბათუმის „დინამომ“ სტუმრად აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ 3:0 დაამარცხა...



