პირველად 19 მატჩის შემდეგ…

Home დავთარი პირველად 19 მატჩის შემდეგ…
პირველად 19 მატჩის შემდეგ…

გადაიარა სანაკრებო ციებ-ცხელებამ და ისევ ეროვნული ჩემპიონატის დრო დადგა. ნანაკრებევს მე-17 ტური გაიმართა.

მეტი ამბიცია

შეიძლება იყოს 8 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს, მდგომარე ადამიანები და ბალახი-(ი)ს გამოსახულება„სამგურალმა“ „დინამოს“ მოუგო (2:1) და ეს აღარავის გაკვირვებია. წყალტუბოელები მეორე წელიწადია ელიტაში არიან და „დინამოს“ ისინი  ჯერ ვერ დაუმარცხებია. ამას უხერხული მეტოქეობაც აღარ ჰქვია.

წყალტუბოელებმა მიჯრით მე-10 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარეს (7 მოგება, 3 ფრე), „დინამოს“ ცხრილში ადგილი გაუცვალეს და პირველად დადგნენ მეორე ადგილზე.

მათგან საუკეთესო 33 წლის ბრაზილიელი ჯეფერსონ ჯერალდო გახდა, რომელმაც ორი საგოლე პასი მიითვალა. „დინამომ“ კი მოახლოებული ევროსეზონის წინ, მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებთო – თქვა შემდეგ დინამოელთა თავკაცმა კახა ცხადაძემ.

ულიდერებოდ

May be an image of 3 people, people playing football, people standing, outdoors and text that says 'Hea'„ბათუმმა“ „გაგრა“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. ზღვისპირელებს ხვიჩა კცარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი განაცხადიშც არ ჰყავდათ. ისინი სანაკრებო მატჩებით არიან გადაღლილი და მათი არყოფნაც ლოგიკურია.

თუმცა, გია გეგუჩაძის შეგირდებს მეტოქის ძლევა არ გასჭირვებიათ და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობენ ცხრილს.

ეს ბათუმელთა ზედიზედ მე-14 წაუგებელი მატჩი გახლდათ (9 მოგება, 5 ფრე). „გაგრა“ კი მიჯრით მე-5 შეხვედრაში დამარცხდა.

ლოკომოტივის პირველი

„ლოკომოტივმა“ შვიდთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. 2021 წლის 1 ნოემბერს რკი ნიგზელებმა „სამტრედია“ დაამარცხეს 4:2. ეს იყო და ეს. შემდეგ მოგების სიტკბო აღარ განეცადათ. როგორია ზედიზედ 16 მარცხი, ამას შარშანდელ სეზონში ბოლო სამი წაგებული შეხვედრაც დავუმატოთ და ჯამში მიჯრით 19 გამოვა.

ამჯერად „ლოკომოტივმა“ 2:1 აჯობა „საბურთალოს“ ირაკლი ჭიაბრიშვილის და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გოლებით. საბურთალოელთაგან კი თავი ბრაზილიელმა ჟულიუ ვინისიუსმა გამოიჩინა.

შეიძლება იყოს 5 ადამიანი, მდგომარე ადამიანები, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაეგ არის, ამ სანაკრებო დღეებისას საბურთალოელებს მთავარი მწვრთნელი შეეცვალათ. ლევან კორღალიძე ლაშა ნოზაძემ შეცვალა. და ეს ევროტურნირებამდე ერთი თვით ადრე.

მართალია, ნოზაძე თბილისურ კლუბში შინაური კაცია, 2013 წლიდან მუშაობს, მაგრამ მაინც…

მჭედლიძე, შულაია, ჩხეტიანი

„ტორპედომ“„სიონი“ 3:0 გაანადგურა. მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა ლევან მჭედლიძემ. დუბლი შეასრულა აკაკი შულაიამ. კახა ჩხეტიანმა კი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეორე მატჩი ჩაატარა და მეორედ გაიმარჯვა.

ქუთაისელებმა ბოლნისელებს ზესტაფონში უმასპინძლეს, რადგან მათ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე რეკონსტრუქცია დაიწო.

„თელავი“ და „დილა“ კი ერთმანეთს უგოლოდ დაშოდნენ.

თელავი 0:0 დილა

ლოკომოტივი 2:1 საბურთალო

1:0 ჭიაბრიშვილი (22), 2:0 ანდრონიკაშვილი (56), 2:1 ვინისიუსი (71)

გაგრა 0:3 ბათუმი

0:1 კობახიძე (45), 0:2 გაფრინდაშვილი (52), 0:3 ჯიღაური (72)

სამგურალი 2:1 დინამო

0:1 ბარნსი (5), 1:1 ბაშელეიშვილი (9), 2:1 კალანდარიშვილი (52), 2:1

ტორპედო 3:0 სიონი  ზესტაფონში

1:0 მჭედლიძე (15), 2:0, 3:0 შულაია (45, 89)

[table id=40 /]

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 10, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო), ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი) – 8, ვაგნერ გონსალვესი (დილა) – 7, ნიკა ხორხელი (სიონი), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 6

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.