ეროვნული ლიგის ბოლოსწინა, 35-ე ტურმა, კიდევ უფრო დაძაბა სატურნირო მდგომარეობა. „ბათუმმა“ „გაგრას“ სტუმრად 4:1 მოუგო (ბათუმელმა ჯამბულ ჯიღაურმა დუბლი შეასრულა) , „დინამო“ კი „სამგურალთან“ აგებდა, მაგრამ ბოლოს ქულა გადაარჩინა, ულად-ომარ იმრანის გამათანაბრებელი გოლი შეიძლება საჩემპიონოც გამოდგეს.
ახლა თბილისელები ბათუმელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ და ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა. ისე, როგორც შარშან.
ერთი წლის წინათ ზღვისპირელებმა იპირველეს, ამჯერად კი „დინამოს“ შინ „გაგრას“ დამარცხება მართებს და ბათუმელები მათ ვეღარ დაეწევიან. გია გეგუჩაძის გუნდს უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავს „ტორპედოს“ სახით.
საინტერესო იქნება უშუალო კონკურენტების, „დილასა“ და „სამგურალის“ შეხვედრა. სწორედ მათ შორის გაირკვევა მესამედგილოსანი, შესაბამისად ევროსაგზურის მფლობელიც.
დაიძაბა ვითარება ცხრილის ქვედა ნაწილშიც. იქაც ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა.
ბოლო, 36-ე ტური 3 დეკემბერს გაიმართება: „დინამო – გაგრა, „ბათუმი“ – „ტორპედო“, „სიონი“ – „ლოკომოტივი“, „საბურთალო“ – „თელავი“, „დილა“ – „სამგურალი“.
გაგრა 1:4 ბათუმი
0:1 ჯიღაური (24), 0:2 ფლამარიონი (42), 0:3 ჯიღაური (60), 1:3 ნოზაძე (62), 1:4 ვაწაძე (84)
სამგურალი 1:1 დინამო
1:0 ნიქაბაძე (21), 1:1 იმრანი (56)
ლოკომოტივი 0:1 საბურთალო
0:1 ტაბატაძე (87)
თელავი 1:1 დილა
0:1 ბერიაშვილი (13 საკ. კარში), 1:1 მუჯირი (76)
გაძევება: კაპანაძე (30) – თელავი; გომისი (30) – დილა
ტორპედო 3:0 სიონი
1:0 კიკალიშვილი (24, საკ. კარში), 2:0 ახვლედიანი (71), 3:0 კუხიანიძე (83)
[table id=40 /]
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 19, ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 13, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 12, უსმანე კამარა, სტანისლავ ბილენკი (ორივე – დინამო) – 10
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
