
ეროვნული ლიგის 25-ე ტური რამდენიმე ამბით გამოირჩა. მთავარი ალბათ ის რის, რომ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ, ჩემპიონ „იბერიას“ მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ თანამდებობა დატოვა. არადა, გეგუჩაძე გუნდში აგვისტოს დასაწისში მივიდა…
„იბერიამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და ლიდერ „დილას“ ახლა უკვე 4 ქულით ჩამორჩა. გორელებმა შინ „სამგურალს“ 2:1 მოუგეს. საინტერესოა, რომ „დილამ“ ბოლო 11 მატჩიდან ათჯერ გაიმარჯვა. წყალტუბოელები კი მიჯრით მეოთხედ დამარცხდნენ.
„თელვმა“ ფინანსურ კრიზისში მყოფ, კაცნაკლულ „ბათუმს“ სტუმრად მოუგო 3:1 და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.
„გარეჯს“ შეეძლო გასავარდნი ზონიდან თავის დაღეწვა, 2:0 უგებდა „გაგრას,“ მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს – 2:2 „დასჯერდა“. შეგახსენებთ, რომ „გაგრას“ გარეჯელთა ყოფილი დამრიგებელი გიორგი ონიანი წვრთნის. ეს „გარეჯის“ მიჯრით მეხუთე ფრე გახლდათ.
ამავე მატჩში დუბლი მიითვალა „გაგრასა“ და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევმა, დავით გოცირიძემ. მისი მეორე გოლი კი მიმდინარე ჩემპიონატში მე-300 აღოჩნდა.
მის გარდა დუბლი შეასრულეს თელაველთა ესპანელმა ინგო მარტინმა („ბათუმთან“) და ქუთაისელთა ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა („კოლხეთთან“).
დაბოლოს, 25-ე ტურში ჯამში 20 გოლი გავიდა, რაც სეზონის რეკორდია.
სამგურალი 1:2 დილა
0:1 უატარა (1), 1:1 ფანცულაია (15 პენ), 1:2 ედუძი (80)
დინამო 2:1 იბერია
0:1 გოშთელიანი (6), 1:1 ხარაიშვილი (23), 2:1 სირაძე (80)
ბათუმი 1:3 თელავი
0:1, 0:2 მარტინი (33. 45+3), 0:3 დევდარიანი (65), 1:3 მარა (73 პენ)
გაძევება: ჩიტეიშვილი (29) – ბათუმი
კოლხეთი 2:4 ტორპედო
1:0 ფაღავა (41), 1:1 შერიფი (54), 2:1 ნიკოლას-ნიკა კაპანაძე (68), 2:2, 2:3 იონსენი (87 პენ, 90+1 პენ), 2:4 მამუჩაშვილი (90+9)
გაძევება: გიუნაშვილი (90) – კოლხეთი
გარეჯი 2:2 გაგრა
1:0 გოგოლაშვილი (21), 2:0 ძებნიაური (46+7 პენ), 1:2, 2:2 გოცირიძე (66, 87)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
