როგორ მალავს ფრანს ფუტბოლი გამარჯვებულის ვინაობას?

Home კატეგორიის გარეშე როგორ მალავს ფრანს ფუტბოლი გამარჯვებულის ვინაობას?
როგორ მალავს ფრანს ფუტბოლი გამარჯვებულის ვინაობას?

შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Ousmane Dembele Gianluigi Donnarumma KylianMbappe Kylian Mbappe Jude Bellingham Nuno Mendes Desire Doue BALLON D'OR Joao Neves Denzel Dumfries Pedri Serhou Guirassy Cole Palmer Erling Haaland Michael Olise Viktor Gyokeres Raphinha Achraf Hakimi Declan Rice Fortbem Harry Kane Fabian Ruiz Khvicha Kvaratskhelia Virgil VirgilvanDijk van Dijk Robert Lewandowski Vinicius Jr Alexis Mac Allister Mohamed Salah Lautaro Martinez Florian Wirtz Scott McTomic Vitinha Lamine Yamal 5G GULLY SPORTS“ გამოსახულებაოსმან დემბელე თუ ლამინ იამალი? აშრაფ ჰაკიმი თუ რაფინია? „ოქროს ბურთით’’ დაჯილდოების ცერემონიალზე ორგანიზატორები ინტრიგის შენარჩუნებას ბოლომდე აპირებენ. ვითარება ძირეულად განსხვავდება იმისგან, რასაც საფეხბურთო საზოგადოება ბოლო წლებში მიეჩვია: გამარჯვებულის ვინაობა კი არა, ხანდახან უკვე ქულების მიხედვით დალაგებული ნომინანტთა ოცდაათკაციანი სია ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა ცნობილი.

შოუს გადასარჩენად და გამარჯვებულ-დამარცხებულთა ბუნებრივი ემოციების შესანარჩუნებლად „ფრანს ფუტბოლმა’’ გასულ წელს მკაცრი პროტოკოლი შემოიღო. ფრანგული გამოცემის რედაქციამ გამოაცხადა, რომ ლაურეატთა ვინაობას მათი გარემოცვის წევრებს აღარ გაუმხელს, რადგან ისინი საიდუმლოს ვერ ინახავენ. მეტიც, გამოჩნდნენ უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც ყველას ასწრებენ და გამოკითხვის შედეგებს პირველები ასახელებენ.

„ჩვენ ვაფრთხილებდით ვარსკვლავებთან დაახლოებულ  ორ-სამ ჟურნალისტს. ისინი აკვირდებოდნენ მათ გადაადგილებებს, ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ მოდიოდა მათთან. ბარსელონაში ან მადრიდში შეუმჩნევლად ჩასვლა ხომ შეუძლებელია’’ – განმარტავს დოკუმენტურ ფილმში ალფრედო რელანო, AS-ის ყოფილი დირექტორი.

და ეს იმის მიუხედავად, რომ კვალის დასაბნევად მთელი სტრატეგია იყო შემუშავებული: ყალბი ბარგი, ცალკე ბილეთი, რამდენიმე დღით ადრე გაგზავნილი თასი… მოკლედ, ყველა ხერხი გამოიყენებოდა უცხოური პრესის შეცდომაში შესაყვანად, მაგრამ წარუმატებლად.

ამიტომ „ფრანს ფუტბოლმა’’ მეთოდები შეცვალა. გამარჯვებულს წინასწარ აღარ ურეკავენ, წინასწარ აღარ მზადდება სპეციალური გამოცემა, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალის მეორე დღესვე იყიდება. ამიერიდან ყველა ინტერვიუ ჩაიწერება შოუს საღამოს ან მეორე დილას. გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ჟურნალის რედაქტორს ეცოდინება და „ფრანს ფუტბოლის’’ მფლობელის მედია-ჯგუფეკიპის’’ ხელმძღვანელებსაც არ ეტყვის. წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას ყველა პირდაპირ ეთერში შეიტყობს რონალდინიოს გარდა, რომელმაც გამარჯვებულს ჯილდო უნდა გადასცეს.

„მენდეთ, არავინ არაფერი იცის. ფავორიტი ფეხბურთელების კლუბებს ძალიან უნდოდათ შეეტყოთ, მაგრამ ჩვენ მათ ავუხსენით, რომ თქმა არ შეგვიძლია’’, ― თქვა „ფრანს ფუტბოლის’’ რედაქტორმა ვენსან გარსიამ.

2023 და 2024 წლების საუკეთესო ფეხბურთელი ქალი აიტანა ბონმატი: „2023 წელს ვიცოდი, 2024 წელს – არა. ეს იყო სიურპრიზი, რამაც საღამო უფრო დაძაბული გახადა’’.

თუმცა, კაცთა ლაურეატის ვინაობამ შარშან მაინც გაჟონა. არავინ იცის როგორ, მაგრამ „რეალმა’’ შეიტყო, რომ საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი კი არა, როდრი გახდა. ამის გამო „ლოს ბლანკოსმა’’ ცერემონიალს ბოიკოტი გამოუცხადა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.