ფრანგული მედია რამდენიმე დღეა აცხადებდა, რომ ბუშ-დიუ-რონის თავს დატეხილი ავდრის გამო დღევანდელი შეხვედრა „მარსელსა” და „პარი სენ ჟერმენს” შორის საფრთხის ქვეშ იდგა და აი, რეგიონის პრეფექტის გადაწყვეტილებით მატჩი გადაიდო. ის ხვალ, საქართველოს დროით 22 საათზე გაიმართება.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ხვალ ზუსტად იმავე დროს პარიზში „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” დაჯილდოვებაა. პსჟ-ს ფეხბურთელთაგან მას დაესწრებიან დაშავებულები ოსმან დემბელე და დეზირე დუე, მაგრამ ლუის ენრიკე და დანარჩენი ვარსკვლავები, რომლებიც ასევე ნომინირებულნი არიან, მარსელში ფეხბურთს ითამაშებენ. მათ შორის იქნება ხვიჩა კვარაცხელიაც.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
