
ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. აქამდე ლიდერ „ბათუმს“ხუთიდან ხუთივე მატჩი მოეგო. ამჯერად კი „იბერიასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. ცოტა უცნაური ანგარიშია. მაგრამ გიორგი მიქაძის შეგირდები უკეთესები იყვნენ.
დუბლი მიითვალა გიორგი კოხრეიძემ. ეს მისი მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. სტუმრებს შეხვედრის ბოლოს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილმა 11 მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი.
მე-6 ტურში კოხრეიძის გარდა კიდევ ორმა მოთამაშემ შეასრულა დუბლი – ტორპედოელმა გიორგი არაბიძემ („კოლხეთთან“) და სამტრედიელმა რევაზ ინჯგიამ („სამგურალთან“).
განსაკუთრებით არაბიძის გოლებს გამოვყოფთ, ორივე ულამაზესი გამოდგა.
საინტერესოა, რომ „ტორპედომ“ „კოლხეთს“ დრამატულ შეხვედრაში სძლია. მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა მასპინძელი ცოტნე ნადარაია 37-ე წუთზე გააძევა. ამ დროს ქუთაისელები 1:2 აგებდნენ, მაგრამ არ გატყდნენ და მაინც გაიმარჯვეს – 3:2.
„თელავმა“ ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ როგორც იქნა, მოიგო და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოიკეთა. თანაც უშუალო კონკურენტ „გაგრას“ სძლია 1:0.
„დინამო“ „დილას“ დაუზავდა. „სამტრედიამ“ კი „სამგურალი“ დაამარცხა. ჯერჯერობით წყალტუბოელები ერთადერთ გუნდად რჩებიან ლიგაში, რომლებსაც არ გაუმარჯვიათ და შესაბამისად ბოლო ადგილზე დგანან.
იბერია 3:0 დილა
1:0, 2:0 გიორგი კოხრეიძე (12. 28), 3:0 მამაცაშვილი (72)
90+9 წუთზე მამუჩაშვილმა ვერ გაიტანა პენალტი
ტორპედო 3:2 კოლხეთი
1:0 არაბიძე (27), 1:1 ფირანაშვილი (33), 1:2 კლიმოვი (45+2), 2:2 მეგრელიშვილი (69), 3:2 არაბიძე (80)
გაძევება: ნადარაია (37) – ტორპედო
სამტრედია 2:0 სამგურლი
1:0, 2:0 ინჯგია (18, 37)
თელავი 1:0 გაგრა
1:0 ჯერალდო (40)
დინამო 2:2 დილა
1:0 გორდეზიანი (29), 1:1 დრამე (50), 2:1 სალია (84), 2:2 შეყილაძე (89)
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| იბერია 1999 | 36 | 23 | 6 | 7 | 74:46 | 75 |
| ტორპედო | 36 | 21 | 7 | 8 | 58:40 | 70 |
| დილა | 36 | 19 | 11 | 6 | 58:30 | 68 |
| ბათუმი | 36 | 15 | 10 | 11 | 42:41 | 55 |
| სამგურალი | 36 | 11 | 11 | 14 | 51:49 | 44 |
| კოლხეთი | 36 | 9 | 14 | 13 | 48:58 | 41 |
| დინამო | 36 | 9 | 12 | 15 | 33:44 | 39 |
| გაგრა | 36 | 11 | 5 | 20 | 36:53 | 38 |
| თელავი | 36 | 8 | 10 | 18 | 32:43 | 34 |
| სამტრედია | 36 | 5 | 12 | 19 | 33:61 | 27 |
- მეგოლეები: გიორგი არაბიძე (ტორპედო), გიორგი კოხრეიძე (იბერია), ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 4
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
