ეროვნული ლიგის მე-5 ტური ერთობ უხვგოლიანი გამოდგა, თუმც 11 გოლიდან 7 გორში გავიდა, სადაც „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა – 6:1. ვნახეთ სეზონის პირველი ჰეთ-თრიქიც, რომელიც გორელთა 25 წლის თავდამსხმელმა, შოთა შეყილაძემ შეასრულა. ასევე გამოსარჩევია თელაველთა 17 წლის დებიუტანტის დავით კუტალიას გოლი. დავითმა პირდაპირ კუთხურიდან „ჩაახვია“ ბურთი მეტოქის კარის ბადეში. „ბათუმმა“ „ტორპედოს“ რევაზ ინჯგიას ერთადერთი გოლით მოუგო....
ჭდე: რევაზ ინჯგია
დედა, რა იყო ეს?!
ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. აქამდე ლიდერ „ბათუმს“ხუთიდან ხუთივე მატჩი მოეგო. ამჯერად კი „იბერიასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. ცოტა უცნაური ანგარიშია. მაგრამ გიორგი მიქაძის შეგირდები უკეთესები იყვნენ. დუბლი მიითვალა გიორგი კოხრეიძემ. ეს მისი მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. სტუმრებს შეხვედრის ბოლოს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილმა 11 მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი. მე-6...
მე-300, ავტოგოლი
„თელავი“ მოყოჩაღდა. მიჯრით მეორე გასვლთი მატჩი მოიგო (წინა „სამტრედიასთან – 2:0). ამჯერად ერთ-ერთ ლიდერ „სამგურალს“ სძლია მინიმალური ანგარიშით. საინტერესოა, რომ მეტოქე მწვრთნელები ყოფილ გუნდებს დაუპირისპირდნენ გიორგი მიქაძე ადრე წყალტუბოურ კლუბს წვრთნიდა და პირიქით გიორგი ჭელიძე – თელავურს. თელაველებს გოლიც სანაქებო გამოუვიდათ. მირიან ჯიქიას თავური ერთობ ეფექტური გამოდგა. კახელებს აშკარად მოუხდათ საზაფხულო პაუზა, რასაც ვერ ვიტყვით...


