ეროვნული ლიგის მე-5 ტური ერთობ უხვგოლიანი გამოდგა, თუმც 11 გოლიდან 7 გორში გავიდა, სადაც „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა – 6:1. ვნახეთ სეზონის პირველი ჰეთ-თრიქიც, რომელიც გორელთა 25 წლის თავდამსხმელმა, შოთა შეყილაძემ შეასრულა. ასევე გამოსარჩევია თელაველთა 17 წლის დებიუტანტის დავით კუტალიას გოლი. დავითმა პირდაპირ კუთხურიდან „ჩაახვია“ ბურთი მეტოქის კარის ბადეში.

„ბათუმმა“ „ტორპედოს“ რევაზ ინჯგიას ერთადერთი გოლით მოუგო. ეს ქუთაისელთა ზედიზედ მე-4 მარცხი გახლდათ მიმდინარე სეზონში. „ტორპედოს“ წლეულს ტიტულის ერთერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ და ასეთი დასაწყისი მართლაც მოულოდნელია. მათი გერმანელი მწვრთნელი დირკ შუსტერი ამბობს, რომ გუნდი მალე თავის თამაშს იპოვის და ყველაფერი დალაგდებაო.
„დინამომ“ დებიუტანტ „გარეჯს“ ოთარ აფციაურის ადრეული გოლით მოუგო. თუმცა არც გარეჯელები გარჯილან ცუდად, მალევე თამაში გამოასწორეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.
„იბერიამ“ წყალტუბოში „სამგურალთან“ დაკარგა ქულები (0:0) და 11 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმც „ბათუმსა“ და თბილისის „დინამოს,“ რომლებიც შესაბამისად მეორე-მესამე ადგილებზე დგანან, 8-8 ქულა და თითო თამაშით ნაკლები აქვთ.
„გაგრამ“ პირველად გაიმარჯვა ახალ სეზონში, „კოლხეთთან.“ ფოთელები საკუთარ განახლებულ „ფაზისის“ სტადიონზე დაბრუნდნენ, მანამდე ისინი მეტოქეებს ქობულეთის საფეხბურთი ცენტრში მასპინძლობდნენ. და კიდევ, „კოლხეთი“ ჯერჯერობით ერთადერთ გუნდად რჩება ლიგაში, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუტანია.
კოლხეთი 0:2 გაგრა
0:1 გოცირიძე (54), 0:2 ბორჟესი (78)
დინამო 1:0 გარეჯი
1:0 აფციაური (15)
სამგურალი 0:0 იბერია
ბათუმი 1:0 ტორპედო
1:0 ინჯგია (49)
დილა 6:1 თელავი
1:0 ბუღრიძე (31), 2:0, 3:0, 4:0 შეყილაძე (44, 45+1, 51), 5:0 არაუჟო (54), 5:1 კუტალია (67), 6:1 ანდრონიკაშვილი (81 პენ)
[table id=51 /]
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
