ჭდე: გიორგი კოხრეიძე

Home გიორგი კოხრეიძე
მეპოკერე იონსენი
ჩანაწერი

მეპოკერე იონსენი

„იბერია“ და „დილა“ ერთმანეთს ტოლს არ უდებენ.  გასულ შაბათსაც, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში გორელებმა სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი „თელავი“ 2:0 დაამარცხეს და ერთპიროვნულად გალიდერდნენ, თუმცა ეს პოზიცია მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა. „იბერიამ“ მალევე შინ „სამგურალს“ 2:0 მოუგო და ისევ დაეწია „დილას.“ ახლა ორივეს 68-68 ქულა აქვთ, თუმცა პირველ ადგილზე იბერიელები დგანან, რადგან ურთიერთშეხვედრებში გააჩნიათ უპირატესობა. აქვე...

ეროვნული ციფრებში
ჩანაწერი

ეროვნული ციფრებში

საქართველოს 36-ე ჩემპიონატი 2024 წლის 1 მარტს დაიწყო და 8 დეკემბერს დამთავრდა. ამ პერიოდში… სულ გავიდა 462 გოლი (შარშან 559, 97 გოლით მეტი, ვიდრე წლეულს) (114 – პირველ წრეში, 112 – მეორე წრეში, 120 – მესამე წრეში, 116 – მეოთხე წრეში) ყველაზე სწრაფი გოლი მათე ვაწაძე (გაგრა) 28-ე წამზე vs ტორპედო – 1:2 1 გოლი...

იბერიამ ჯერ ვერა…
ჩანაწერი

იბერიამ ჯერ ვერა…

ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება და ჯერ ბევრი რამ კიდევ გასარკვევია ლიდერებშიც და აუტსაიდერებშიც. „იბერიას“ შეეძლო ამავე ტურში გახდარიყო ჩემპიონი, მაგრამ არ გამოუვიდა. არადა, 73-ე წუთამდე უგებდა კერკეტ „კოლხეთს“ გიორგი კოხრეიძის გოლით. გიორგი ახალაძემ გაათანაბრა, თუმცა იბერიელებს კიდევ მიეცათ შანსი, იური ტაბატაძის წაქცევისთვის მსაჯმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა, მაგრამ კოხრეიძემ ვერ გაიტანა, მეკარემ აჯობა....

იბერია – ტიტულამდე ზედიზედ  შვიდი
ჩანაწერი

იბერია – ტიტულამდე ზედიზედ  შვიდი

ეროვნული ლიგის 33-ე ტურმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა ტიტულის მთავარი პრეტენდენტის ვინაობა. „იბერიამ“ გიორგი ჯგერენაიას ერთადერთი გოლით სტუმრად მოუგო „ბათუმს“, თუმცა მანამდეც შეეძლოთ გატანა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი კოხრეიძემ პენალტი ვერ გაიტანა. და ვინ აუღო? ლუკა ხარატიშვილმა, რომელმაც ახლახან 21-წლამდელთა პლეი-ოფში სტუმრად ხორვატ თანატოლებთან ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ლომის წილი დაიდო ჩვენი ახალგაზდული ნაკრების...

კუტალიამ ოთხჯერ…
ჩანაწერი

კუტალიამ ოთხჯერ…

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 32-ე ტურის მთავარი მატჩი თბილისში, „დავით პეტრიაშვილზე“ გაიმართა. ლიდერმა „იბერიამ“ „დილას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თბილისელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ გორელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. გამარჯვების გოლი კი იური ტაბატაძემ გაიტანა 75-ე წუთზე პენალტით. ეს „იბერიას“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში. საინტერესო იყო „ტორპრდო“ – „ბათუმის“ შეხვედრაც, რომელიც ქუთაისელებმა სერბი ნიკოლა...

პოკერი
ჩანაწერი

პოკერი

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 25-ე ტური უხვგოლიანი გამოდგა. ვიხილეთ სეზონის პირველი პოკერიც და სადებიუტო გოლებიც. თავიდანვე ვთქვათ, რომ ლიდერთა სამეულმა უდანაკარგოდ გაიარა ეს ტური: „დილამ“ „სამტრედიას“ მოუგო (3:2), „ტორპედომ“ – „გაგრას“ (3:0), ხოლო „იბერიამ“ – „კოლხეთს“ (6:2). ტურის გმირი „იბერიის“ 25 წლის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე გახდა, რომელმაც ფოთის „კოლხეთს“ 4 გოლი გაუტანა (ორი პენალტით) და პოკერი...

ტაირელმა ვასილენკო რუსეთში მიაბრუნა
ჩანაწერი

ტაირელმა ვასილენკო რუსეთში მიაბრუნა

წინასააღდგომო ტური ყველაზე მწირგოლიანი აღმოჩნდა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მიმდინარე სეზონში. გუნდებმა ერთმანეთს ოდენ 7 გოლი გაუტანეს. მანამდე ანტირეკორდი მე-4 ტურს ეკუთვნოდა (9 გოლი). ლიდერი კვლავ „იბერიაა,“ რომელმაც ამჯერად აუტსაიდერი „სამტრედია“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. გიორგი მიქაძის შეგირდებმა ბოლო 7 მატჩში 6-ჯერ გაიმარჯვეს, თანაც ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოიგეს. იბერიელთა ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ სეზონში მე-7 ბურთი გაიტანა...

დედა, რა იყო ეს?!
ჩანაწერი

დედა, რა იყო ეს?!

ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. აქამდე ლიდერ „ბათუმს“ხუთიდან  ხუთივე მატჩი მოეგო. ამჯერად კი „იბერიასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3. ცოტა უცნაური ანგარიშია. მაგრამ გიორგი მიქაძის შეგირდები უკეთესები იყვნენ. დუბლი მიითვალა გიორგი კოხრეიძემ. ეს მისი მეორე ორგოლაა მიმდინარე სეზონში. სტუმრებს შეხვედრის ბოლოს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილმა 11 მეტრიდან ძელს მოარტყა ბურთი. მე-6...

კოხრეიძე უკან დაბრუნდა…
ჩანაწერი

კოხრეიძე უკან დაბრუნდა…

გიორგი კოხრეიძე საქართველოში დაბრუნდა და კარიერას  „საბურთალოში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს. 24 წლის თავდამსხმელი „საბურთალოს“ აღზრდილია და მის რიგებში 144 მატჩი აქვს ჩატარებული (32 გოლი და 20 საგოლე პასი). „საბურთალოსთან“ ერთად, 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2019 და 2020 წლებში კი საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა. შემდეგ კოხრეიძემ კარიერის გაგრძელება საფრანგთის ლიგა 2-ის...

ბათუმი თავშია
ჩანაწერი

ბათუმი თავშია

საინტერესო სანაკრებო პაუზა დამთავრდა და ეროვნული ლიგის გათამაშება კვლავ განახლდა. ვერ გამოუვიდა კახა ცხადაძეს „დინამოში“ რიხიანი დებიუტი, თუმცა გუნდში მხოლოდ ორი კვირის მისულია და მაინცდამაინც მკაცრად ნუ განვსჯით. რიხიანიო –  იმიტომ ვთქვით, რომ მის მშობლიურ კლუბში მისვლას ძალიან დიდი, იმედით სავსე მოლოდინი ახლავს: ეგებ წლეულს მაინც მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგაში… „შუქურასთან“ მატჩი სქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლისთვის...