წინასააღდგომო ტური ყველაზე მწირგოლიანი აღმოჩნდა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მიმდინარე სეზონში. გუნდებმა ერთმანეთს ოდენ 7 გოლი გაუტანეს. მანამდე ანტირეკორდი მე-4 ტურს ეკუთვნოდა (9 გოლი).
ლიდერი კვლავ „იბერიაა,“ რომელმაც ამჯერად აუტსაიდერი „სამტრედია“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. გიორგი მიქაძის შეგირდებმა ბოლო 7 მატჩში 6-ჯერ გაიმარჯვეს, თანაც ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოიგეს.
იბერიელთა ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ სეზონში მე-7 ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერ ტორპედოელ ბიორნ იონსენს დაეწია. ერთობ ლამაზი გოლი გაიტანა ბაქარ ქარდავამ, რომელმაც საჯარიმოს გარედან შეუჩერებლად ცხრიანში გაგზავნა ბურთი.

„ბათუმმა“ მცირე წაფორხილების შემდეგ ლადო მამუჩაშვილის პენალტით სტუმრად „სამგურალს“ მოუგო (0:1) და მესამე ადგილზეა.
მეორეზე კი გორის „დილაა,“ რომელმაც „კავკასიონ არენაზე“ „თელავი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გოლი შეცვლაზე შესულმა ნიდერლანდელმა ტაირელ ვოუტერმა გაიტანა. ეს ტაირელის მეხუთე გოლია სეზონში.
ჯერჯერობით წლევანდელ ჩემპიონატში ლეგიონერებიდან ყველაზე კარგად ვოუტერი და ტორპედოელთა ნორვეგიელი ფორვადი ბიორნ იონსენი გამოიყურებიან.
„თელავმა“ კი ამ მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი, ოლეგ ვასილენკო დაითხოვა თანამდებობიდან, თავისი ასისტენტებიანად. ამას კახური კლუბის პრესსამსახური წერს.
ეს მეორე სამწვრთნელო ცვლილებაა მიმდინარე სეზონში. მანამდე ფოთის „კოლხეთში“ დავით კვირკველია კლიმენტი წიტაიშვილმა ჩაანაცვლა.
„გაგრამ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, თუმცა გასავარდნ ზონას ჯერ არ გასცილებია.
„კლასიკო“ კი ქუთაისში „გვირილობას“ დაემთხვა. „ტორპედომ“ და „დინამომ“ ერთმანეთს ვერ გაუტანეს, თუმცა შეხვედრა ცუდი საცქერი არ ყოფილა. სანახაობას მაყურებელთა სიმრავლეც ალამაზებდა.
„ტორპედომ“ ზედიზედ 4 ფრე ითამაშა, აქედან სამი – 0:0.
სამგურალი 0:1 ბათუმი
0:1 მამუჩაშვილი (77 პენ)
გაგრა 2:0 კოლხეთი
1:0 ლომთაძე (40 პენ), 2:0 ამოაკო (90+3)
გაძევება: მეგრელიშვილი (67) – კოლხეთი
სამტრედია 0:3 იბერია
0:1 გიორგი კოხრეიძე (53), 0:2 ქარდავა (68), 0:3 სილა (90+4)
თელავი 0:1 დილა
0:1 ვაუტერი (77)
ტორპედო 0:0 დინამო
გაძევება: ლოპესი (54) – დინამო
[table id=47 /]
მეგოლეები: გიორგი კოხრეიძე (იბერია), ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 7, გიორგი არაბიძე (ტორპედო), შოთა ნონიკაშვილი (იბერია), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 5
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
