ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სადაც ლიდერმა „იბერიამ“ უშუალო მდევარ „დილას“ უმასპინძლა. თბილისელებმა ირაკლი სიხარულიძის გოლით 1:0 მოიგეს, 30 ქულა მოაგროვეს და გორელებს 7 პუნქტით გაუსწრეს. ამასობაში „ბათუმმა“ „გაგრასთან“ სტუმრად 1:1 ითამაშა და 24 ქულით მეორე საფეხურზე დადგა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ბოლო წუთამდე აგებდნენ, მაგრამ მშველელად ისევ ჯალენ ბლესა გამოუჩნდათ. ესპანელისთვის...
ჭდე: გიორგი მიქაძე
ტაირელმა ვასილენკო რუსეთში მიაბრუნა
წინასააღდგომო ტური ყველაზე მწირგოლიანი აღმოჩნდა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მიმდინარე სეზონში. გუნდებმა ერთმანეთს ოდენ 7 გოლი გაუტანეს. მანამდე ანტირეკორდი მე-4 ტურს ეკუთვნოდა (9 გოლი). ლიდერი კვლავ „იბერიაა,“ რომელმაც ამჯერად აუტსაიდერი „სამტრედია“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. გიორგი მიქაძის შეგირდებმა ბოლო 7 მატჩში 6-ჯერ გაიმარჯვეს, თანაც ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოიგეს. იბერიელთა ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ სეზონში მე-7 ბურთი გაიტანა...
საბურთალო, თასი, კონფერენცია
საქართველოს თასი მესამედ მოიგო თბილისის „საბურთალომ“ – თასის ფინალში გიორგი მიქაძის გუნდმა საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დაამარცხა 1:0 და საქართველოს თასთან ერთად, მომავალ წელს კონფერენციის ლიგის საგზურიც მოიპოვა. შეხვედრის ბედი არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ირაკლი სიხარულიძის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მატჩის ბოლო წუთები დარამატული გამოდგა, ბათუმელები ერთ ეპიზოდში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელებსა...
აუტსაიდერების წრე
ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ლიდერი კვლავ „ბათუმია,“ რომელიც 7 ქულით უსწრებს ბოლო წლების უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს.“ 27-ე ტურში ორივემ მოიგო. ზღვისპირელებმა „ტორპედო“ ქუთაისში 3:0 დაამარცხეს, „დინამომ“ კი ტურის ბოლო შეხვედრაში თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო – 1:0. სადებიუტო ბურთი გაიტანა დინამოელთა 23 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა, დენის ბუშნიამ. საგოლე გადაცემა კი ექს-საბურთალოელმა გიორგი ხარაიშვილმა მიითვალა. „დინამომ“...
ბათუმი გეგუჩაძის გარეშე
22-ე ტურის მთავარი ამბავი ის იყო, რომ გია გეგუჩაძემ „ბათუმი“ დატოვა. ის ადრეც აპირებდა წასლას, „შავი ზღვის მეკობრეების“ ულტიმატუის შემდეგ, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გააჩერა, სეზონს ჩავამთავრებთ და მერე ვნახოთო. მაგრამ გეგუჩაძე მაინც წავიდა, თავისი ნებით. ალბათ ბოლო წვეთი ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ნათამაშები ფრე იყო. ბათუმელები იმერლებთან აგებდნენ და ლიგის საუკთესო მეგოლემ, ჯოვინო ფლამარიონმა...
ორთავჯანი წყალტუბოში
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „სამგურალის“ 8-მატჩიანი გამარჯვებების სერია დამთავრდა, თუმცა მოწინააღმდეგეც ყოჩაღი ჰყავდა – „ბათუმი.“ თამაში თანაბარი გამოდგა და სამართლიანად დამთავრდა – 1:1. ახლა მათ 32-32 ქულა მოაგროვეს და ზღვისპირელები ისევ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით (ბურთების ბალანსი, ურთიერთშეხვედრები) ლიდერობენ. აი, „დინამო“ კი მეოთხე ადგილამდე დაეშვა. ბოლო ოთხ ტურში მათ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერ „შუქურასთან“...
სამგურალი მიჯრით – 7
მე-13 ტურში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სატურნირო ცხრილს სათავეში „სამგურალი“ ჩაუდგა… საქმე ის არის, რომ წყალტუბოელებმა „დინამოს“ მოუგეს (2:1) და ეს მატჩი ნახევარი საათით ადრე დაიწყო, ვიდრე სამტრედიაში, სადაც „ბათუმმაც“ ამავე ანგარიშით იმარჯვა მასპინძლებთან, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ახლა „ბათუმს“ და „სამგურალს“ 28-28 ქულა მოუგროვდათ და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ლიდერები ისევ...
თელავს მიქაძე დაუბრუნდა
საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – გუნდს 43 წლის სპეციალისტი გიორგი მიქაძე გაწვრთნის მიქაძისთვის „თელავი“ უცხო კლუბი არ არის, ის გუნდს ორი წლის წინაც წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებით მუშობდა. ახალ მწვრთნელს თანაშემწეებად სერგი ორბელაძე, ლევან ყუფარაძე და გიორგი მაკასარაშვილი ეყოლება, მეკარეებს ისევ თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის, ხოლო ანალიტიკოსად ანდრო გიორგობიანი იმუშავებს.
ახალი დირექტორი ახალი მწვრთნელით
წყალტუბოს „სამგურალი“ ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. როგორც ცნობილია, გუნდის მწვრთნელ გიორგი მიქაძეს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი გიორგი მიქაძის ნაცვლად ახალი სეზონიდან გუნდს გიორგი ჭელიძე გაწვრთნის. ჭელიძე გასული სეზონის დასაწყოსში „თელავში“ მუშაობდა, საიდანაც სეზონის შუაში წამოვიდა, გასული ჩემპიონატის ბოლოს ის ბოლნისის „სიონში“ დაინიშნა, მაგრამ გუნდის ეროვნულ ლიგაში დატოვება ვერ მოახერხა. მთავარი მწვრთნელის...
ანტირეკორდი და ორი დინამო
მომავალი, 29-ე ტური, შესაძლოა, ერთ-ერთი გადამწყვეტი გამოდგეს მიმდინარე სეზონში, როგორც ცხრილის ზედა, ასევე ქვედა ნაწილშიც. ამ ტურს კი ბევრი არაფერი შეუცვლია სატურნირო თვალსაზრისით. ვითარება უფრო დაძაბა. ჯერ ის ვთქვათ, რომ სანაკრებო პაუზამ ეტყობა ფეხბურთელებზე მაინცდამაინც დადებითად არ იმოქმედა. 5 მატჩში სულ 5 გოლი გავიდა, რაც სეზონის ანტირეკორდია. მანამდე ასეთად მე-13 ტურში გასული 7 ბურთი ითვლებოდა....









